შეიხა ფატიმა ბინტ მუბარაქ ალ ქეთბი არაბეთის გაერთიანებული საემიროების დამფუძნებლისა და პრეზიდენტის, შეიხ ზაიდ ბინ სულთან ალ ნაჰიანის მესამე ცოლია. გაერთიანებულ საემიროებში მას "ერის დედის" სახელით მოიხსენებენ.
ფატიმა 1943 წელს, ბედუინების ოჯახში დაიბადა. იგი მისი მშობლების ერთადერთი ქალიშვილია.
მიღწევები
შეიხა ფატიმა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ქალთა უფლებების მხარდამჭერია. ის არის ოჯახის განვითარების ფონდის (FDF) უმაღლესი თავმჯდომარე. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 1976 წელს პირველი ქალთა ორგანიზაციის, აბუ დაბის ქალთა გამოღვიძების საზოგადოების დაარსებაში.
ის ასევე მონაწილეობდა ნაციონალურ კამპანიაში, რომელიც მხარს უჭერდა ქალთა განათლებას. ხელმძღვანელობს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ქალთა გენერალურ კავშირს (GWU), რომელიც თავად დააარსა 1975 წელს.
2021 წლის 30 მარტს შეიხა ფატიმამ წამოიწყო ეროვნული სამოქმედო გეგმა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ - პირველი ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც შემუშავდა ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) ქვეყანაში. გეგმა მიზნად ისახავს ქალთა გაძლიერებას და მხარდაჭერას.
პირადი ცხოვრება
ფატიმა ბინტ მუბარაქ ალ ქეთბი შეიხ ზაიდ ალ ნაჰიანზე 1960 წელს დაქორწინდა. შეიხ ზაიდმა იგი მეჩეთში გაიცნო. ისინი გადავიდნენ აბუ-დაბიში, როდესაც შეიხ ზაიდი მმართველი გახდა 1966 წლის აგვისტოში. ცნობილია, რომ ფატიმა შეიხის ყველაზე საყვარელი მეუღლე იყო.