ქეთი ხატიაშვილი და დავით კაჭარავა ცოტა ხნის წინ პირველი საერთო შვილის, ილიას მშობლები გახდნენ. ამჯერად ქეთი "ინსტაგრამზე" ვრცელ პოსტს აქვეყნებს და პატარა ილიას დაბადების დეტალებს გვიყვება.
"სულ მინდოდა, მომეყოლა თქვენთვის, როგორი იყო ილიას დაბადების დღე!
ორსულობისას სულ აქტიური ვიყავი, მაგრამ 10 მარტის შემდეგ კიდევ უფრო გავაქტიურდი, რადგან თუ 3-4 დღეში არ გაჩნდებოდა, დაინიშნებოდა ხელოვნური მშობიარობა (სწორად როგორ ეძახიან, არ ვიცი)... მოკლედ, 12 მარტი ჩემი დის დაბადების დღეა და ძალიან მინდოდა, ილიაც ამ დღეს დაბადებულიყო. დილა დავიწყე ვარჯიშით.
შემდეგ წავედი სამსახურში და იქ უკვე მე ვავარჯიშე ბავშვები.
შემდეგ 21:00-ზე ანასტასიას მივაკითხე ცეკვაზე, დავტოვე სახლში და წავედი ჩემs დასთან მისალოცად... კარგად მოვწრუპეთ გოგონებმა და დავიშალეთ სახლებში.
სახლში მაკიაჟი მოვიშორე, ვაპირებდი დაწოლას და სადღაც 00:00-ზე დამეწყო. პირველი ის ვიფიქრე, ახლა ღვინო რომ მაქვს დალეული, როგორ ვთქვა, გაგუაში რომ მივალ-მეთქი... მთელი 9 თვის მანძილზე ჯანსაღ კვებაზე, ვარჯიშებსა და კარგ ჩვევებზე ვლაპარაკობდი. მოკლედ, ძალიან კარგ ხასიათზე მივედი და 13 მარტს, დილის 8:00-ზე, გაჩნდა ილია. 9 თვე მუცლად ყოფნის პერიოდი იყო უტკბესი, ყველაზე გამოძინებული და კომფორტული დრო", - წერს ქეთი ხატიაშვილი.
"დედა უკრაინელი მყავს და ზაფხულში ოდესაში ზღვის სეზონი რომ იწყებოდა, ამ პერიოდზე ვგიჟდებოდი. ბავშვობის მოგონებები სულ ზღვასთან ასოცირდება... მახსოვს იქაური სანაპირო, ქვიშა, ოქროსფერი მზე, როგორ ვსწავლობდით ცურვას მე და ჩემი და...
ექვს წლამდე უკრაინაში ვცხოვრობდით, საქართველოში შემდეგ გადმოვედით საცხოვრებლად, როცა მშობლები შერიგდნენ... აქ ზაფხულში ქობულეთში, ბათუმში დავდიოდით... ოჯახი არდადეგებს შეძლებისდაგვარად ზღვაზე და სოფელში ვატარებდით. მამის მხრიდან კახეთიდან გახლავართ, მაგრამ დღეს იქ აღარაფერი გვაქვს და ლაგოდეხში ნათესავთან ჩავდიოდით. მახსოვს, როგორ დავდიოდით ტყეში, მდინარეზე... ძალიან ლამაზი იყო იქ გატარებული პერიოდი", - იხსენებდა ქეთი საკუთარი ბავშვობის შესახებ.
ქეთი ხატიაშვილის ცხოვრებაში ცნობადობა მოულოდნელად მოვიდა, როცა პროექტმა "ცეკვავენ ვარსკვლავებმა" მე-13 მონაწილედ საზოგადოებისთვის უცნობი კონკურსანტის მიღება გადაწყვიტა. მაშინ გამოცხადდა კონკურსი, რომლის მიხედვითაც, სპეციალურად შერჩეულ მუსიკაზე მსურველებს უნდა ჩაეწერათ ვიდეო. სურვილი უამრავმა ადამიანმა გამოთქვა, თუმცა "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილედ ქეთი ხატიაშვილი შეირჩა.
მიუხედავად იმისა, რომ ქეთის მანამდე აუდიტორია არ იცნობდა, მან საკუთარი პროფესიონალიზმითა და უშუალობით მალევე მოიპოვა ხალხის სიყვარული, საბოლოოდ კი, პროექტის გამარჯვებულიც გახდა. ეს ყველაფერი 2013 წელს ხდებოდა და სწორედ ამ პერიოდიდან იქცა ქეთი საზოგადოებისთვის ცნობილ და საყვარელ პერსონად.
ქეთი დაქორწინებული იყო ბიზნესმენ ლევან ვადაჭკორიაზე. მათ ერთი ქალიშვილი, ანასტასია ვადაჭკორია ჰყავთ, რომელიც მალე 13 წლის გახდება და დედის გზას აგრძელებს. 2016 წელს, მაშინ, როცა ქეთიმ წელის ტრავმა მიიღო და ოპერაცია დასჭირდა, ცნობილი გახდა, რომ ტანმოვარჯიშე მეუღლეს დაშორდა. ქეთიმ მოგვიანებით აღნიშნა, რომ ოჯახის დანგრევა მისთვის და მისი ქალიშვილისთვის მარტივი არ ყოფილა.
"ბევრი სირთულე გავიარე – ოჯახის დანგრევა, გაჭირვება; სპორტშიც მქონდა დაბრკოლებები და დეპრესია, მაგრამ ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო, ისეთი ქეთი არ ვიქნებოდი, როგორიც ვარ. კარგია, თუ სხვის შეცდომებზე ისწავლი, მაგრამ ყოველთვის ვერ ვახერხებთ. ჩვენ, ყველანი, ჩვენს გზას გავდივართ. არ არსებობს ცხოვრების ერთი დადგენილი თეორია. ამიტომ თავად უნდა შეძლო გზის გაკვალვა.
მეხმარებოდნენ, ორივე ბებია ხელს მიწყობდა. მამაჩემი ანასტასიას ყველგან დაატარებდა. მზრუნველი ბაბუა იყო. სამწუხაროდ, გარდაიცვალა და ახლა მე დამყავს იმ ადგილებში, სადაც ბაბუს დაჰყავდა. ანასტასია არის ჩემი გაგრძელება და იმედი", - ამბობდა ქეთი.
მოგვიანებით, 2019 წელს, ცნობილი გახდა, რომ ქეთი მორაგბე დავით კაჭარავას ხვდებოდა. კაჭარავას, ქეთის მსგავსად, პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს. წყვილი ურთიერთობის გსაჯაროებასა და გაოფიციალურებას ერიდებოდა, თუმცა საჯარო ადგილებში ერთად ხშირად ჩნდებოდნენ და საერთო ფოტოებს სოციალურ ქსელშიც აქვეყნებდნენ. ცოტა ხნის წინ კი ისინი პირველი საერთო შვილის, ილია კაჭარავას მშობლები გახდნენ.