დღესდღეობით სოციალურ ქსელში სახის მოვლასთან დაკავშირებით არაერთი რჩევა ვრცელდება, თუმცა მათგან ცოტა თუ შეესაბამება იმ სიმართლეს, რომელზეც დერმატოლოგები საუბრობენ. სახის მოვლის განსაკუთრებული რუტინით კორეელები გამოირჩევიან. დღეს სწორედ მათ რჩევებს შემოგთავაზებთ:
"მამაჩემი კორეაში ძალიან ცნობილი დერმატოლოგია. მაგრამ მის რამდენიმე რეკომენდაციას არავინ ითვალისწინებს:
- წაისვით სახეზე თაფლი და მთელი ღამის განმავლობაში დაიტოვეთ - ის თქვენს აკნეს შრამებს გააქრობს;
- ფორთოხლის ჭამა თქვენს მეტაბოლიზმს დააჩქარებს და დაგეხარებათ, გქონდეთ წვრილი წელი;
- მეტი სითეთრისთვის, დაიტანეთ ქოქოსის კრემი თქვენს კბილებზე;
- კივის ყოველდღიურად მიღება დაგეხმარებათ, გქონდეთ უფრო თხელი სახე და გამოკვეთილი კონტური.
აკნე - გამომწვევი მიზეზები
აკნე არის კანის ქრონიკულად მიმდინარე ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგია, რომელიც დერმატოლოგიურ პრობლემებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებულია. ის ძირითადად მოზარდებში გვხვდება, თუმცა სავსებით შესაძლებელია, თავი იჩინოს სხვა ასაკშიც.
აკნეს განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეცია. იმ შემთხვევებში, როდესაც ფორები იხშობა ცხიმოვანი და მკვდარი უჯრედებით, კანზე გააქტიურებას იწყებენ ბაქტერიები და საბოლოოდ მიმდინარეობს ანთებითი პროცესი.
- აკნეს გამომწვევი მიზეზებია:
- ჰორმონალური ცვლილებები/ ჰორმონალური დარღვევა
- გენეტიკური განწყობა
- ნივთიერებათა ცვლის დარღვევა
- არასწორად შერჩეული კანის მოვლისა და კოსმეტიკური საშუალებები
- არასაკმარისი ჰიგიენა