მსოფლიოს ულამაზესი იტალიელი ქალი 60 წლის გახდა. 17 წლის ასაკში ბელუჩიმ გადაწყვიტა იურისტი გამხდარიყო, მაგრამ პერუჯის უნივერსიტეტში სწავლა იმდენად ძვირი ღირდა, რომ კაფეში მიმტანად მუშაობა მოუწია. სწორედ მაშინ შენიშნა იგი სამოდელო სააგენტოს აგენტმა.
დღეს ბელუჩის ფილმოგრაფია მოიცავს სხვადასხვა ჟანრის ასზე მეტ ნამუშევარს - მონიკას არ ეშინია ეკრანზე მახინჯი, სულელი, დამცირებული, თუნდაც სასაცილო გამოჩნდეს. ის დარწმუნებულია: "რაც უფრო ვბერდებით, მით უფრო საინტერესო ხდება როლიც."
რთული როლი, რომელიც დიდ გონებრივ ძალისხმევას მოითხოვს, ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სი, თუ რამდენად ლამაზი გამოჩნდები ეკრანზე. თუმცა, როგორც არ უნდა მოენდომა დაემალა თავისი სილამაზე, მის გმირებს ყოველთვის აერთიანებს ბუნებრივი სექსუალობა, არისტოკრატული დახვეწილობა და სტილი.
მსახობის 60 წლის დაბადების დღეზე გადავწყვიტეთ გაგვეხსენებინა მისი ციტატები:
- შენ ლამაზი ხარ, როცა თვლი საკუთარ თავს ასეთად. სულაც არ არის მნიშვნელოვანი, რას ფიქრობენ სხვები.
- მამაკაცისთვის სიყვარული - ცხოვრების ნაწილია. ქალისთვის სიყვარული - ცხოვრებაა.
- მე ძალიან ადრე გავხდი დამოუკიდებელი და არც კი ვიცი როგორია - თხოვდე რაიმეს მამაკაცს. მე საკუთარი თავის იმედი მაქვს, და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. იტალიურად - mantenuta, სიტყვასიტყვით ნიშნავს „ის, რომელიც ხელში უჭირავთ“. მე კი არ მინდა, რომ ვინმეს ხელში ვეჭირო.
- სილამაზე ქალისთვის პრობლემად იქცევა მხოლოდ ორ შემთხვევაში: როცა ის არ არის და როცა არაფერი არ არის, სილამაზის გარდა.
- სილამაზე ცოცხალი და საინტერესო მაშინაა, როდესაც ტანსაცმლის ქვეშ იმალება.
- არასოდეს არ ვიქნები გამხდარი. ბუნებით ზარმაცი ვარ, მიყვარს ჭამა. ასეთი ვარ ნამდვილი და არ ვაპირებ საკუთარ თავს რომ ვუღალატო.