პრინცესა დიანა
1981 წელს, 20 წლის დიანა სპენსერის და 32 წლის პრინც ჩარლზის ქორწილს პირდაპირ ეთერში 750 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს. ქორწილამდე წყვილს ერთმანეთი სულ რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი, მიუხედავად ამისა, დიანა ჩარლზისთვის შესაფერის საცოლეს ჰგავდა.
ვირჯინია ვულფი
ინგლისელი მწერალი და ესეისტი, აღიარებული, როგორც XX საუკუნის მოდერნისტული ლიტერატურის ერთ–ერთი მოწინავე ფიგურა.
კოკო შანელი
ჟურნალ Time-ის მიხედვით, შანელი მე-20 საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაშია. შეუძლებელია ამას არ დაეთანხმო - ბოლოს და ბოლოს, ლეგენდარულმა ფრანგმა დიზაინერმა ქალის გარდერობი მთლიანად შეცვალა. როგორი იქნებოდა ცხოვრება შარვლის გარეშე? ან წარმოიდგინეთ, რომ მუდამ ფუმფულა, გრძელი კაბები გაცვიათ და კორსეტის გამო სუნთქვა გიჭირთ. შანელი ნამდვილი მაგალითია იმისა, რომ საკმაოდ მარტივად შეიძლება მამაკაცის ტანსაცმლის ქალურად გადაქცევა.
ჟაკლინ კენედი
ჟაკლინ კენედი ისტორიას დარჩა არა მხოლოდ როგორც პირველი ლედი და კეთილი ქალბატონი, არამედ როგორც მოღალატე ქმრის მსხვერპლიც. შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის გარდაცვალების შემდეგ ხალხმა ის თითქმის წმინდანად შერაცხა, რომელიც ჟაკლინისგან სიყავრულს მოკლებული იყო, თუმცა იყო თუ არა სიყვარული ქორწინებაში, რომელიც წლების განმავლობაში ბევრისთვის სამაგალითო ჩანდა, ჯერ კიდევ უცნობია.
ელისაბედ II
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი და სახელმწიფოს მეთაური 2022 წლამდე(მის გარდაცვალებამდე). ტახტზე ავიდა 1952 წლის 6 თებერვალს, გვირგვინი დაიდგა 1953 წლის 2 ივნისს. ელისაბედ II ასევე იყო თანამეგობრობის 14 სახელმწიფოს მეთაური (ავსტრალია, ანტიგუა და ბარბუდა, ბაჰამის კუნძულები, ბელიზი, გრენადა, კანადა, ახალი ზელანდია, პაპუა-ახალი გვინეა, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სოლომონის კუნძულები, ტუვალუ, იამაიკა), ანგლიკანური ეკლესიის მეთაური, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და კუნძული მენის ლორდი.
ნენსი ასტორი
1919 წელს იგი გახდა პირველი ქალი პარლამენტში, უფრო სწორედ, თემთა პალატაში. ამერიკელი მილიონერის ქალიშვილი, ძალიან დაინტერესებული იყო ფემინისტური მოძრაობით და იბრძოდა ქალების უფლებებისთვის საჯარო სამსახურში, პოლიციაში და ლორდთა პალატაში.
სარა ჩერჩილი
ინგლისელი არისტოკრატი. მალბოროს ჰერცოგ ჯონ ჩერჩილის მეუღლე და მისი შვიდი შვილის დედა. თავისი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე ქალი იყო.