„ნატაშა ისეთი ლამაზი იყო, შეუძლებელი იყო, არ შეგყვარებოდა“ - მსახიობი ვახტანგ ფანჩულიძე პირველ სიყვარულს იხსენებს - Marao

„ნატაშა ისეთი ლამაზი იყო, შეუძლებელი იყო, არ შეგყვარებოდა“ - მსახიობი ვახტანგ ფანჩულიძე პირველ სიყვარულს იხსენებს

2024-10-03 10:26:54+04:00

მსახიობი ვახტანგ ფანჩულიძე „ნიკოლოზის კითხვების“ სტუმარი იყო. მსახიობმა, რომელსაც ბევრი დღესაც მისი შესრულებული ერთ-ერთი გმირის, ბურნუთას სახელით იცნობს, პირველ სიყვარულზე ისაუბრა. მას პირველად პირველი ფილმის გადაღებისას შეუყვარდა.

ფილმში სახელწოდებით „ერთი ნახვით შეყვარება“, მთავარ მოქმედ გმირებს ერთმანეთი ძალიან უყვარდებათ. ასე მოხდა რეალურ ცხოვრებაშიც.

გოგონა ლენინგრადიდან იყო.

„ნატაშა ისეთი ლამაზი იყო, შეუძლებელი იყო, არ შეგყვარებოდა“, – ამბობს ვახტანგ ფანჩულიძე.

თუმცა მათ სიყვარულს ბედნიერი დასასრული არ ჰქონია.

ნატაშა თბილისში არ გამოუშვეს, ვახტანგი კი თბილისიდან..

„მისმა მშობლებმა მითხრეს, ლენინგრადში გადმოდი საცხოვრებლადო, მაგრამ ჩემმა ოჯახმა არ გამიშვა“, – იხსენებს მსახიობი.

ცხრა წელიწადში ნატაშა გერმანელ დიპლომატზე გათხოვდა. დღეს 67 წლის არის, გერმანიაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად.

„ერთმანეთს ვწერთ და ჩვენ ამბებს ვუყვებით“, – ამბობს ვახტანგ ფანჩულიძე.

  • 7 გამოჩენილი ქალი სხვადასხვა ეპოქიდან 
  • ნინო სურგულაძის გზა "მეტიჩარადან" დიდ სცენამდე 

ვახტანგ ფანჩულიძე

ვახტანგ ფანჩულიძე ქართველი მსახიობია. ცნობილია „ბურნუთას“ როლით ფილმში „სიყვარული ყველას უნდა“. დაიბადა 1956 წლის 5 ივნისს. არ მიუღია სამსახიობო განათლება. კარიერა დაიწყო 1975 წელს, ბოლოს გადაიღეს ფილმში „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ 2021 წელს.