მას შემდეგ, რაც 57 წლის პამელა ანდერსონი ფილმის ფესტივალზე მაკიაჟის გარეშე გამოჩნდა, მას მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალი უწოდეს. ამის შესახებ გამოცემა VT წერს.
რატომ ამბობს პამელა ანდერსონი უარს მაკიაჟზე
პამელა ანდერსონი ცხოვრების ამ ეტაპზე უარს ამბობს მაკიაჟის გამოყენებაზე და ამ გადაწყვეტილებით ტკბება ყველგან, მათ შორის პრესტიჟულ ფილმის ფესტივალზეც კი, სადაც ყველა კამერა მისკენაა მიმართული. მისი თაყვანისმცემლები ამ ნაბიჯმა აღაფრთოვანა და მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალად შეაფასეს.
2024 წლის სან სებასტიანის კინოფესტივალის დროს, ფილმის, The Last Showgirl-ის, რომელშიც თავადაც მონაწილეობს, წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა. მან არჩევანი ყვავილებიან კაბაზე გააკეთა და სტუმრების წინ ყოველგვარი მაკიაჟის გარეშე წარდგა. მოგვიანებით კი შეკრული თმითა და ელეგანტური ვარდისფერი კაბით გამოჩნდა.
იწერება, რომ პამელა ასეთი მომხიბვლელი და თავდაჯერებული არასდროს ყოფილა, რომ ის იღბლიანია, რადგან ლამაზად დაბერების შესაძლებლობა აქვს, რომ ის საკუთარ ტყავში ბედნიერია...
პამელა ანდერსონმა მძიმე მაკიაჟის გამოყენებაზე უარი გასულ წელს თქვა. ამბობდა, რომ საკუთარი ჭორფლების დამალვა აღარ სურდა და რომ დაბერება სასიამოვნო პროცესია, დასამალი კი არაფერია. ELLE-თან ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ წლების მატებასთან ერთად სახეც იცვლება, საკუთარი თავი კი ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც ვართ...
„როცა სარკეში საკუთარ თავს ვხედავ, მეღიმება, ნუთუ, ეს მე ვარ? რა ხდება ჩემ თავს?“ - ამბობდა ის.
მაკიაჟზე უარის თქმა ანდერსონისთვის მოდასა და ტენდენციებს სცდება და მას მტკივნეული მიზეზი აქვს - 2019 წელს მისი ახლო მეგობარი, ვიზაჟისტი ალექსის ვოგელი მკერდის კიბოთი გარდაიცვალა.
"ის საუკეთესო იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ მე უბრალოდ ვგრძნობდი, რომ ჯობია მაკიაჟი არ გავიკეთო", - თქვა ანდერსონმა.
პამელა ანდერსონის საკულტო იმიჯების უკან თითქმის ყოველთვის ალექსის ვოგელი იდგა. სწორედ ის უკეთებდა მაკიაჟს ანდერსონს Playboy-ის ფოტოგადაღებების დროს, რაც შემდეგ მის სავიზიტო ბარათადაც იქცა.
"მირჩევნია ჩემი ნაოჭები გამოვაჩინო. ეს შვებაა. გარკვეულ ასაკში მაკიაჟის გარეშე უფრო ახალგაზრდულად და სუფთად გამოვიყურებით", - ამბობდა ანდერსონმა.
ბოლო ერთი წლის მანძილზე ანდერსონი მაკიაჟის გარეშე არაერთ პრესტიჟულ ღონისძიებაზე გამოჩნდა, მათ შორის, 2024 წლის Vanity Fair Oscars Party, 2023 Fashion Awards და CR Fashion Book Audacious Issue 24 და სხვა.