კარლა ბრუნი და ნიკოლა სარკოზი: სიყვარულის ისტორია - Marao

კარლა ბრუნი და ნიკოლა სარკოზი: სიყვარულის ისტორია

2024-10-04 00:47:22+04:00

კარლა ბრუნი წარმოშობით ნახევრად იტალიელი, ნახევრად ფრანგი მსახიობი და მოდელია, რომელმაც საერთაშორისო აღიარება 90-იან წლებში მოიპოვა. კარლა 1987 წლიდან 1997 წლამდე სამოდელო საქმიანობით იყო დაკავებული, 2003 წელს კი პირველი მუსიკალური ალბომი გამოუშვა. ბრუნი დაიბადა ტურინში, იტალიაში. ის ლეგალურად არის იტალიელი საკონცერტო პიანისტის, მარისა ბორინისა და მრეწველი და კლასიკური კომპოზიტორის, ალბერტო ბრუნი ტედესკის ქალიშვილი. თუმცა 2008 წელს ბრუნიმ განუცხადა Vanity Fair-ს, რომ მისი ბიოლოგიური მამა არის მაურიციო რემერტი, გიტარისტი.

მოულოდნელი შეხვედრა

კარლა ბრუნისა და ნიკოლა სარკოზის შეხვედრა 2007 წლის ნოემბერში შედგა. ჟაკ სეგუელამ, ცნობილმა პუბლიცისტმა, საკუთარ სახლში სადილს უმასპინძლა და რვა უახლოესი მეგობარი დაპატიჟა. მათ შორის პოლიტიკოსი და ყოფილი მოდელი. თვითმხილველების თქმით, იმ ღამეს კარლას და ნიკოლას ბევრი უსაუბრიათ: „წვეულება დილის ორამდე გაგრძელდა, მთელ დროს მის გვერდით ატარებდა, კომპლიმენტებს ეუბნებოდა“. 

„არ ველოდი ასეთ ცოცხალ და მახვილგონიერ ადამიანთან შეხვედრას. მისმა მომხიბვლელობამ და გონიერებამ გამიტაცა. ჩემთვის, როგორც ქალისთვის, ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი და მოულოდნელი აღმოჩნდა სინაზის, ნდობის, კომუნიკაციისა და ურთიერთგაგების თვალსაზრისით. პირველად ვიგრძენი გაგება და მხარდაჭერა“, - წერდა მოგვიანებით ბრუნი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში.

პირველი შეხვედრიდან ერთი თვის შემდეგ, ინტერნეტში გამოჩნდა წყვილის ფოტოები პარიზის დისნეილენდში სტუმრობისას. ფოტოები პირველად Paris Match-მა გამოაქვეყნა, რომელიც სარკოზის მეგობარს არნო ლაგარდერს ეკუთვნის. ეს შეიძლება ჩაითვალოს საქმის ოფიციალურ დადასტურებად (მიუხედავად იმისა, რომ ელისეის სასახლემ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა). 

2008 წლის თებერვალში, გაცნობიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ისინი ფარულად დაქორწინდნენ. ელისეის სასახლეში ქორწილში მხოლოდ 20 სტუმარი იყო (და არცერთი ჟურნალისტი). მალე კარლა ბრუნი ქმრის ფასდაუდებელი თანაშემწე გახდა ხუთი უცხო ენის ცოდნისა და მოლაპარაკების უნარის წყალობით. 

სკანდალი

ნი­კო­ლა სარ­კო­ზიმ 2007 წელს მუ­ა­მარ კა­და­ფის­გან ფული მი­ი­ღო მისი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად. საქ­მის მთა­ვა­რი მოწ­მე, ბიზ­ნეს­მე­ნი ზიად ტა­კი­დი­ნი ამ­ტკი­ცებ­და, რომ 2006 და 2007 წლებ­ში სარ­კო­ზის გა­დას­ცა სამი ჩე­მო­და­ნი, რო­მელ­შიც ხუთი მი­ლი­ო­ნი ევ­როს ნაღ­დი ფული იყო, თუმ­ცა 2020 წელს ტა­კი­დინ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად უარი თქვა ჩვე­ნე­ბა­ზე, რა­მაც გა­ა­ჩი­ნა ეჭვი, რომ სარ­კო­ზის შე­ეძ­ლო მას­ზე ზე­წო­ლა მო­ეხ­დი­ნა.

  • დედამ დაბადებისას მიატოვა, ბებია საროსკიპოში მუშაობდა, მამა აკრობატი იყო - ედიტ პიაფის ცხოვრების უცნობი დეტალები 
  • პრეზიდენტის ცოლობა, სამოდელო კარიერა და სკანდალები - საინტერესო ფაქტები კარლა ბრუნის შესახებ 

რო­გორც ფრან­გუ­ლი ტე­ლე­არ­ხი BFMTV იუ­წყე­ბა, კარ­ლა ბრუ­ნი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლია „მოწ­მე­თა მოს­ყიდ­ვის და­მალ­ვა­ში“ და „და­ნა­შა­უ­ლებ­რივ შეთ­ქმუ­ლე­ბა­ში სა­სა­მარ­თლოს მო­ტყუ­ე­ბა­სა და უცხო­ე­ლი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის მოს­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში“.

Le Monde-ის ცნო­ბით, ბრუ­ნის სა­სა­მარ­თლომ ასე­ვე აუკ­რძა­ლა ქმრის გარ­და, საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე პი­რებ­თან სა­უ­ბა­რი. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 2013 წელს და­ი­წყო, ორი წლის შემ­დეგ, რაც კა­და­ფის ერთ-ერ­თმა ვაჟ­მა, საიფ ალ-ის­ლამ­მა სარ­კო­ზი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა მა­მის­გან მი­ლი­ო­ნე­ბის აღე­ბა­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად. ერთი წლის შემ­დეგ, ლი­ბა­ნელ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა ზიად ტა­კი­ე­დინ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რა ამ გან­ცხა­დე­ბას. ცნო­ბის­თის, ტა­კი­ე­დი­ნი ჯორჯ კლუ­ნი­ის მე­უღ­ლის, ამალ კლუ­ნის ბი­ძაა.