მელანია ტრამპი დონალდ ტრამპს დაუპირისპირდა - რა განცხადება გააკეთა ყოფილმა პირველმა ლედიმ - Marao

მელანია ტრამპი დონალდ ტრამპს დაუპირისპირდა - რა განცხადება გააკეთა ყოფილმა პირველმა ლედიმ

2024-10-05 10:36:17+04:00

აბორტისა და მისი უფლების შესახებ აშშ-ში აზრთა სხვადასხვაობაა. საზოგადოების ნაწილი მხარს უჭერს აბორტის აკრძალვას, ნაწილი კი მას ქალის ფუნდამენტურ უფლებად მიიჩნევს. ამ საკითხის შესახებ პოზიციები მელანია და დონალდ ტრამპებს შორისაც გაიყო. დონალდ ტრამპი აბორტის აკრძალვის მოსაზრებას იზიარებს, მელანიამ კი სულ ცოტა ხნის წინ რადიკალურად განსხვავებული განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ აბორტი ყველა ქალის უფლებაა. 

მელანია ტრამპი აბორტის შესახებ 

"რა­ტომ უნდა ჰქონ­დეს ვინ­მეს უფ­ლე­ბა, გარ­და თა­ვად ქა­ლი­სა, გან­სა­ზღვროს რო­გორ მო­ექ­ცე­ვა ის სა­კუ­თარ სხე­ულს? ქა­ლის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბაა შე­წყვი­ტოს ორ­სუ­ლო­ბა, თუ მას სურს“, - წერს მელანია საკუთარ მემუარებში. მისი პოზიცია ნათელი და ცალსახაა, რომლის შესახებაც მან გავრცელებულ ვიდეოშიც ისაუბრა. ყოფილი პირველი ლედი ამბობს, რომ მთავრობის მხრიდან ყოველგვარი ჩარევა მიუღებელია, რადგან ქალს უნდა ჰქონდეს უფლება, თავად მიიღოს გადაწყვეტილება შვილის გაჩენის შესახებ. 

მელანია ტრამპი 

თეთრ სახლამდე მისასვლელი გზა მელანიასთვის მარტივი არ ყოფილა. აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი სლოვენიაში გაიზარდა. სამშობლოდან წასვლა განსაკუთრებული გარეგნობის წყალობით მოახერხა - დონალდ ტრამპის გაცნობამდე მელანია საკმაოდ წარმატებული მოდელი იყო და პარიზსა და მილანში მუშაობდა. 

  • დონალდ ტრამპის ქალები - ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის სკანდალური პირადი ცხოვრება 

  • ამბობენ, რომ მელანია და დონალდ ტრამპი ერთად აღარ ცხოვრობენ

ხშირად ამბობენ, რომ მელანია ტრამპი არ არის თავისი მეუღლის ყველაზე დიდი გულშემატკივარი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი ბოლომდე დადასტურებული არ არის, ცოლ-ქმარს შორის არსებული უთანხმოება ხშირად გამხდარა ამერიკული მედიის ინტერესის საგანი. 

  • ხშირად წერენ, რომ მელანია ამ ურთიერთობაში უბედურია - დონალდ და მელანია ტრამპების სკანდალებითა და ხმაურით სავსე ცხოვრება 

ინსაიდერის თქმით, მელანია და დონალდი სრულიად განცალკევებით ცხოვრობენ. „ისინი ძალიან ცოტა დროს ატარებენ ერთად“, - განუცხადა წყარომ The Washington Post-ს. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილს აქვს სრულიად განსხვავებული განრიგი, რომლის მიხედვითაც ისინი იშვიათად ხვდებიან ერთმანეთს.

წაიკითხეთ სრულად