"ანუკა, ლუკა, ანიტა" - ლუკა ნაჭყებიასა და ანუკა ჯორბენაძის ოჯახური იდილია - Marao

"ანუკა, ლუკა, ანიტა" - ლუკა ნაჭყებიასა და ანუკა ჯორბენაძის ოჯახური იდილია

2024-10-05 12:26:54+04:00

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შოუს, "მასტერშეფის", ჟიურის წევრი ლუკა ნაჭყებია ფართო საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო და მალევე შეიყვარა. ტელეეკრანზე ის განსაკუთრებული იუმორის გრძნობითა და უშუალობით გამოირჩევა, სამზარეულოში კი - პროფესიონალიზმითა და ინოვაციურობით.

ლუკა ნაჭყებია და ანუკა ჯორბენაძე 

სულ ცოტა ხნის წინ ლუკა ნაჭყებიამ სოციალურ ქსელში მეგობრებსა და გამომწერებს სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარა და დაწერა, რომ დაინიშნა. მისსა და მისი რჩეულის, ანუკა ჯორბენაძის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. 

  • "მაგარი რამე ყოფილა ბავშვი" - ლუკა ნაჭყებია შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს 

წყვილმა ოფიციალურადაც იქორწინა, რის შესახებაც პროდიუსერმა თეონა ჯორბენაძემ დაწერა და წყვილის ფოტოები გამოაქვეყნა: "ნამდვილი სიყვარული ჩვენს ოჯახშიც მოფრენილა და ანუკა და ნუციკო სატრფოებთან გაფრენილან. ასე ერთმანეთის მიყოლებით, ერთ ზაფხულს, ორი ძალიან მაგარი ბიჭი, ლუკა და გიორგი, აწ უკვე ჩვენს ძვირფას სიძეებად იწოდებიან. ახალი და ბედნიერი თავგადასავალი იწყება" - დაწერა მან.

  • "ახალი და ბედნიერი თავგადასავალი იწყება" - კადრები ლუკა ნაჭყებიასა და ანუკა ჯორბენაძის ქორწილიდან 

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლუკა ნაჭყებიასა და ანუკა ჯორბენაძეს პირველი შვილი შეეძინათ. პატარას ანიტა დაარქვეს. ამჯერად მშობლები სწორედ ანიტას კადრებს გვიზიარებენ: