"გულისცემა მაქვს აჩქარებული ამ ბიჭის სიყვარულით და ამ ამბით" - რას წერს თიკა ფაცაცია უფროსი შვილის წარმატებაზე - Marao

"გულისცემა მაქვს აჩქარებული ამ ბიჭის სიყვარულით და ამ ამბით" - რას წერს თიკა ფაცაცია უფროსი შვილის წარმატებაზე

2024-10-05 12:34:46+04:00

"გულისცემა მაქვს აჩქარებული ამ ბიჭის სიყვარულით და ამბით, რომ დღეს ევროლიგის პირველი თამაშისთვის სრულყოფილი მზაობაა. ათასობით საათით შესწავლილი მეტოქეები და ანდრო ანთელაძის უზომო შრომა ამ ჩემპიონატისთვის", - წერს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია და უფროსი შვილის, ანდრო ანთელაძის ვიდეოს აქვეყნებს.

ანდრო ანთელაძე 

თიკა ფაცაცია არის ქართველი მოდელი, მომღერალი, წამყვანი, „მის თბილისის“, „მის საქართველოს“, „მის ოქროს გლობუსის“ მე-3 ადგილის ტიტულის მფლობელია. 

  • "24 წლის წინ შევხვდით ერთმანეთს და სამუდამო სიყვარული დაიწყო" - თიკა ფაცაციას უფროსი შვილი იუბილარია 

1987 წელს, 3 წლის ასაკში შეიყვანეს საბალეტო სკოლაში. მოგვიანებით, 1991 წელს, თიკამ ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრა ისწავლა. 1997 წელს თიკამ პროფესიონალურ მოდელობას მოჰკიდა ხელი და ქართველი მოდელიორების თითქმის ყველა ჩვენებაში მონაწილეობდა. 2000 წელს ჯგუფი „სეთი“ შექმნა და აშშ–ში გაემგზავრა. 2003 წელს კი თიკამ პირველი ალბომი გამოსცა, სახელწოდებით „თქვი, რას აპირებ“. ალბომში ახალი 11 სიმღერა შევიდა. 2006 წელს გამოვიდა თიკას სინგლი „სიმართლის დროა“.

თიკა ფაცაციას მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. თიკამ დავითზე 17 წლის ასაკში იქორწინა. მეუღლე მასზე გაცილებით უფროსია. მათი სასიყვარულო ისტორია მრა­ვა­ლი წლის წინ დაიწყო, ჯერ კი­დევ მა­შინ, როცა თიკა მო­დე­ლობ­და. იმ პერიოდში და­ვით ან­თე­ლი­ძე ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობ­და, ფა­ცა­ცია ტე­ლე­ვი­ზორ­ში ნახა და თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა პი­რა­დად გა­ეც­ნო. წყვილს სამი ვაჟი ჰყავს.

  • გაიცანით თიკა ფაცაციას ოჯახი უფრო ახლოს: "თიკა ჩემთვის დაბადებიდანვე არაჩვეულებრივი შვილია, ძალიან ყურადღებიანი და თბილია" 

ყველაზე უფროსმა, ანდრო ანთელაძემ ცოტა ხნის წინ ფიბა-ევროპის სამწვრთნელო პროგრამის (FECC ) სერტიფიკატი მიიღო. ანდროს ბიძა, თიკა ფაცაციას ძმა ასევე კალთბურთელია, ანდრომაც ეს სფერო აირჩია და იგი კიდევ ერთი მწვრთნელია, რომელმაც საქართველოდან ფიბას უმაღლესი სამწვრთნელო პროგრამა – FIBA Europe Coaching Certificate (FECC) – გაიარა და სერტიფიკატი მიიღო. ახალგაზრდა მწვრთნელს ეს შესაძლებლობა საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ მისცა, რომელიც ფიბასთან აქტიურად თანამშრომლობს და ყველა ძირითად პროგრამაშია ჩართული.