"როგორი გრძნობაა, როცა სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი შენი დედამთილია?" - მარიამ შარმანაშვილი ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს - Marao

"როგორი გრძნობაა, როცა სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი შენი დედამთილია?" - მარიამ შარმანაშვილი ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს

2024-10-05 14:17:48+04:00

მარიამ შარმანაშვილს, რომელიც ფართო აუდიტორიამ ლეგენდარული იტალიელი კინოვარსკვლავის, სოფი ლორენის სარძლოს სტატუსით გაიცნო, ცოტა ხნის წინ რჩეულმა, კარლო პონტი უმცროსმა ხელი სთხოვა.

  • „მერლინ მონრო მარიამთან შედარებით არაფერია..." - რას ამბობს სოფი ლორენის შვილი ქართველი რჩეულის შესახებ 

მარიამ შარმანაშვილმა საკუთარ თავგადასავალზე fortuna.ge-სთან ექსკლუზიურად ისაუბრა და ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი ცხოვრება ზღაპრულ ამბავს ჰგავს.

მარიამ შარმანაშვილი

"ნამდვილად ჰგავს ჩემი ამბავი ზღაპარს, ბევრი ნიუანსით, ხშირად კონკიას მადარებენ ჩემი განვლილი გზის გამო, მართლაც, სანამ აქამდე მოვიდოდი ბევრი სირთულის გადატანა მომიწია, მათ შორის ყველაზე რთულად დედის გარდაცვალება გადავიტანე, ასევე პირველი განქორწინებაც დიდი ტრავმა იყო ჩემთვის, რომელიც პანდემიის პერიოდს დაემთხვა და ორმაგად რთული აღმოჩნდა ფსიქოლოგიურად ამ ეტაპის მარტო გავლა…

  • „თბილად დაგვხვდა... ურთიერთობაში ძალიან უშუალოა; ჩემთვის პატივია, რომ სოფი ლორენთან ვასოცირდები" - სოფი ლორენის ქართველი სარძლო ლეგენდარულ მსახიობთან შეხვედრას იხსენებს 

მაგრამ დღეს სწორედ იმ ეტაპზე ვარ, როცა ვგრძნობ, რომ ყველა ქარიშხალი ერთად ჩადგა და ახლა ბედნიერების და ცხოვრებით ტკბობის დროა..." - ამბობს მარიამი კომენტარში. 

ამჯერად ის გამომწერების კითხვებს პასუხობს და ცხოვრების ახალი ეტაპის შესახებ უფრო ვრცლად საუბრობს: 

„როგორი გრძნობაა, როდესაც სოფი ლორენი შენი დედამთილია“, მარიამმა უპასუხა, რომ „საპასუხისმგებლო და სასიამოვნო ერთად“. კითხვაზე, „ღირს თუ არა უცხოელზე დაოჯახება“, მარიამმა უპასუხა, რომ ეს ინდივიდუალურია, რადგან „ყველგან არიან ღირსეული ადამიანები, საზღვრებს იქითაც და აქეთაც“ აღნიშნულ კითხვებს მარიამმა „ინსტაგრამის“ მეშვეობით უპასუხა და თავის გამომწერებს თავის რჩეულთან, კარლო პონტისთან ერთად გადაღებული ფოტოები გაუზიარა.