მსახიობი თათული ედიშერაშვილი წლების განმავლობაში ტელეეკრანის საშუალებით ყველა ოჯახის სტუმარია და შესაბამისად, ბევრი მაყურებლის საყვარელი მსახიობი გახდა. მის მიერ განსახიერებული თამარ ღლონტი წლების განმავლობაში ქართველი მაყურებლის კარგ განწყობაზე ზრუნავდა.
თათული ედიშერაშვილის ოჯახი
თათული ედიშერაშვილი პირად ცხოვრებაზე საუბრისგან ყოველთვის თავს იკავებს, ინტერვიუებიც არ უყვარს. მსახიობი 2009 წელს დაოჯახდა, ახლა ორი ქალიშვილის, ნანიკოს და სესეს დედაა. თათული მეუღლის შესახებ თითქმის არასდროს საუბრობს, შვილების ფოტოებს კი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს.
„ის, რომ პირადშიც და კარიერაშიც წარმატებული ვარ, ძალიან დიდი დამსახურებაა ჩემი მეუღლის, რომელიც არანორმალური მოთმინების მქონე ადამიანია. მას ძალიან კარგად შეუძლია გაიგოს ის, რომ ერთი თვის განმავლობაში დილის ექვსზე ვბრუნდებოდე გადაღებიდან სახლში. არასდროს დამისვამს კითხვებს ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ჩემს პროფესიაში ჩართული და სხვა საქმეს აკეთებს, აბსოლუტურად ესმის ჩემი სამუშაო რეჟიმის. ერთხელაც არ შეუქმნია ჩემთვის დისკომფორტი და ყოველთვის ვგრძნობ, რომ ჩემი დიდი გულშემატკივარია. ეს ძალიან დიდ ძალას და თავდაჯერებულობას მაძლევს ჩემს პროფესიაში…“ - აღნიშნავდა მსახიობი.
ამჯერად თათული ქალიშვილის, ნანიკოს ფოტოებს აქვეყნებს და დაბადების დღეს ულოცავს: "ჩემო ჭკვიანო, ღირსეულო და კარგო ადამიანო , ჩემო ნანიკო H.B.D", - წერს ის.