"უბედურება მოხდა - ჩემი შვილების დედა გარდაიცვალა, რის გამოც, ძალიან მძიმე წუთები გამოვიარე, მაგრამ სულ მქონდა იმედი, რომ გამოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც ამ დიდ სიცარიელეს შემივსებდა" - გია დავითიანი ეკა არჩვაძისა და ცხოვრების სიყვარულის შესახებ - Marao

"უბედურება მოხდა - ჩემი შვილების დედა გარდაიცვალა, რის გამოც, ძალიან მძიმე წუთები გამოვიარე, მაგრამ სულ მქონდა იმედი, რომ გამოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც ამ დიდ სიცარიელეს შემივსებდა" - გია დავითიანი ეკა არჩვაძისა და ცხოვრების სიყვარულის შესახებ

2024-10-05 14:59:28+04:00

მომ­ღე­რალ გია და­ვი­თი­ა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში კარ­გად იც­ნო­ბენ. მისი ორი­გი­ნა­ლუ­რი, ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი ხმა ძა­ლი­ან უხ­დე­ბა ქარ­თულ სცე­ნას და ან­სამ­ბლ "ალი­ლოს", რო­მელ­საც სულ მალე 25 წელი შე­უს­რულ­დე­ბა.

- რო­დის შე­მო­ვი­და მუ­სი­კა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში? ძა­ლი­ან ღრმა ბავ­შვო­ბო­დან: ისეთ ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე, სა­დაც სიმ­ღე­რის ხმა ყო­ველ­თვის ის­მო­და. დე­და­ჩემს მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი, რო­ი­ალს მი­უჯ­დე­ბო­და და ძა­ლი­ან ლა­მა­ზად მღე­რო­და ხოლ­მე. პლე­ხა­ნოვ­ზე - ახ­ლან­დელ აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე ვიზ­რდე­ბო­დი, გორ­კის კლუბ­თან ახ­ლოს ვცხოვ­რობ­დი. ამ კლუბ­ში პა­ტა­რა ოთა­ხი იყო, სა­დაც მუ­სი­კო­სე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ. სულ რა­ღაც 6-7 წლი­სა ვი­ყა­ვი, როცა ბავ­შვე­ბი გი­სო­სე­ბი­ან ფან­ჯრებ­ზე ავ­ძვრე­ბო­დით და ვუს­მენ­დით, რო­გორ ატა­რებ­დნენ მუ­სი­კო­სე­ბი რე­პე­ტი­ცი­ას. სწო­რედ მა­შინ მივ­ხვდი, რა ლა­მა­ზი და ტკბილ­ხმო­ვა­ნია ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა. ერთხანს ვი­ო­ლი­ნო­ზეც დავ­დი­ო­დი, მაგ­რამ ერთი წა­მით წარ­მო­იდ­გი­ნეთ, იმ­დრო­ინ­დელ პლე­ხა­ნოვ­ზე ვი­ო­ლი­ნო­თი გავ­ლა რას ნიშ­ნავ­და: მა­შინ­ვე მო­გა­ძა­ხებ­დნენ, - "სკრი­პაჩ-ტრი­პაჩ" ან სხვა რა­მეს. ამის გამო, ვი­ო­ლი­ნო კარ­გა ხანს სა­ხუ­რავ­ზე შე­მოვ­დე და მუ­სი­კას ჩა­მოვ­შორ­დი.

- ეს პე­რი­ო­დი თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში დიდ­ხანს გაგ­რძელ­და?

- რაც მთა­ვა­რია, ბო­ლოს მა­ინც მუ­სი­კის სიყ­ვა­რულ­მა გა­ი­მარ­ჯვა. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჩემ­თვის ის დღე იყო, როცა დე­დამ ცირ­კში წა­მიყ­ვა­ნა, სა­დაც ცო­ცხა­ლი ორ­კესტრი უკ­რავ­და. მა­შინ პირ­ვე­ლად მო­ვის­მი­ნე, რა ოს­ტა­ტუ­რად უკ­რავ­დნენ საქ­სო­ფონ­ზე და იქი­დან აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დავ­ბრუნ­დი.

- სკო­ლის შემ­დეგ რო­გორ წა­რი­მარ­თა თქვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბა?

- ნი­ჭი­ერ­თა ათწლე­დის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მუ­სი­კა­ლურ ტექ­ნი­კუმ­ში ჩა­ვა­ბა­რე, ვო­კა­ლის გან­ხრით. რომ ვამ­თავ­რებ­დი, ყვე­ლა გა­მოც­დას ეს­წრე­ბო­და სულმნა­თი გა­ი­ოზ ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც შექ­მნა ან­სამ­ბლი "აისი". ის თა­ვი­სი ან­სამ­ბლის­თვის ახალ­გაზ­რდებს არ­ჩევ­და. რო­გორც ჩანს, მო­ე­წო­ნა საქ­სო­ფონ­ზე ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი მუ­სი­კა რომ შე­ვას­რუ­ლე და ან­სამ­ბლში მის­ვლა შე­მომ­თა­ვა­ზა. მა­შინ 21 წლის ვი­ყა­ვი. ორ კვი­რა­ში გერ­მა­ნი­ა­ში წა­ვე­დით გას­ტრო­ლებ­ზე. იმ წლებ­ში უცხო­ეთ­ში ყვე­ლა ვერ და­დი­ო­და, მი­დი­ოდ­ნენ მხო­ლოდ "ან­სამ­ბლი 75", ნანი ბრეგ­ვა­ძე, "აისი" და "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი". სამ­წუ­ხა­როდ, ცოტა ხან­ში სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში წა­მიყ­ვა­ნეს, რა­მაც მუ­სი­კას კი­დევ ერთხელ ჩა­მო­მა­ცი­ლა. ჯა­რი­დან დაბ­რუ­ნე­ბულს, ოჯახ­მა კა­ტე­გო­რი­უ­ლად და­მის­ვა სა­კი­თხი, რო­დემ­დე უნდა იარო გას­ტრო­ლებ­ზე, რა­ღაც სპე­ცი­ა­ლო­ბა ხომ უნდა გქონ­დეს და სად­მე ჩა­ა­ბა­რეო. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ცხო­ვე­ლე­ბი და ფრინ­ვე­ლე­ბი. სახ­ლში სულ მყავ­და ძაღ­ლი, ასე­ვე - თუ­თი­ყუ­შე­ბი, ია­დო­ნე­ბი, ზღვის გოჭი და სხვა ცხო­ვე­ლე­ბი. ამი­ტომ, ზო­ო­ვე­ტე­რი­ნა­რულ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ვა­ბა­რე და 20 წელი ვი­მუ­შა­ვე ნო­რი­ოს მეფ­რინ­ვე­ლე­ო­ბის ფაბ­რი­კა­ში. პა­რა­ლე­ლუ­რად, სიმ­ღე­რა­საც არ ვი­ვი­წყებ­დი. ვიდ­რე ინ­სტი­ტუ­ტში ვსწავ­ლობ­დი, დე­კან­მა გია ჭე­ლი­ძემ და ინ­სტი­ტუ­ტის რექ­ტორ­მა გო­გო­ჭურ აგ­ლა­ძემ, რო­მე­ლიც შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო ქარ­თულ სიმ­ღე­რა­ზე, შე­მომ­თა­ვა­ზეს, ოკესტრი ჩა­მო­მე­ყა­ლი­ბე­ბი­ნა. მარ­თლაც, ისე­თი ნი­ჭი­ე­რი ხალ­ხი შე­მო­ვიკ­რი­ბეთ, რო­გო­რიც იყო ნუგ­ზარ ედი­ლაშ­ვი­ლი, ზუ­რაბ ჭე­ლი­ძე, კონ­სტან­ტი­ნე პევზნე­რი და სხვე­ბი... ეს იყო ოს­კესტრი, რო­მელ­საც მერე სა­ხალ­ხო ორ­კესტრის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭეს. უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს შო­რის გა­მარ­თულ ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე ყო­ველ­თვის პირ­ველ ად­გილს გვა­ნი­ჭებ­დნენ. ამ ან­სამ­ბლში ძა­ლი­ან კარ­გი მუ­სი­კო­სე­ბი უკ­რავ­დნენ, მათ შო­რის უნდა და­ვა­სა­ხე­ლო უნი­ჭი­ე­რე­სი თე­მურ ყვი­თე­ლაშ­ვი­ლი.

- ან­სამ­ბლ "ალი­ლო­ში" რო­გორ მოხ­ვდით?

- ინ­სტი­ტუ­ტის შემ­დეგ, თა­მაზ ორ­ჯო­ნი­კი­ძემ და­მი­ბა­რა, რო­მელ­საც ან­სამ­ბლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა სურ­და. თა­მა­ზი ამ ან­სამ­ბლის­თვის კარგ ხმებს ეძებ­და და სწო­რედ იქ, გა­სა­უბ­რე­ბი­სას გა­ვი­ცა­ნი ლაშა ღლონ­ტი, რო­მე­ლიც ჩემ­სა­ვით იყო და­ბა­რე­ბუ­ლი. ერთი-ორი რე­პე­ტი­ცია ჩა­ტარ­და, მაგ­რამ თა­მა­ზის ან­სამ­ბლი ვერ შედ­გა. ამის შემ­დეგ, ლა­შამ გა­მაც­ნო შე­უ­და­რე­ბე­ლი მომ­ღე­რა­ლი გუ­რამ თა­მა­ზაშ­ვი­ლი, რომ­ლის შექ­მნი­ლია ან­სამ­ბლი "ალი­ლო". რომ მო­მის­მი­ნა და მი­თხრა, ადე­ქი და პირ­ველ ხმებს შე­ურთდიო, ეს ჩემ­თვის დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო. მე­ა­მა­ყე­ბა, რომ 25 წე­ლია ამ ან­სამ­ბლის წევ­რი ვარ. 30 ნო­ემ­ბერს იუ­ბი­ლე გვაქვს, მერე კი, დიდი ტურ­ნე გვე­წყე­ბა - ჰო­ლან­დია, ლონ­დო­ნი, ამე­რი­კა - ასე­თია ჩვე­ნი გას­ტრო­ლე­ბის მარ­შრუ­ტი დე­კემ­ბერ­ში.

- ალ­ბათ, ამ რთულ, და­ძა­ბულ რე­ჟიმს ოჯა­ხი და მე­უღ­ლე გიმ­სუ­ბუ­ქებთ.

- სამ­წუ­ხა­როდ, პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე გარ­დაც­ვლი­ლი მყავს! ჩემი შვი­ლე­ბის დედა, ნანა თე­დი­აშ­ვი­ლი უდ­რო­ოდ წა­ვი­და ამ ქვეყ­ნი­დან. უკვე მე­ო­თხე წე­ლია, რაც მე­ო­რედ და­ვო­ჯახ­დი. ჩემი მე­უღ­ლე ეკა­ტე­რი­ნე არჩვა­ძეა - ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი და კარ­გი ადა­მი­ა­ნი. მე სა­ერ­თოდ, იუ­მო­რის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა არ შე­მიძ­ლია. გა­მი­მარ­თლა, რომ ისიც ხა­ლი­სი­ა­ნი, იუ­მო­რის ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია. რა თქმა უნდა, მაქ­სი­მა­ლუ­რად მეხ­მა­რე­ბა და ხელს მი­წყობს. მა­გა­ლი­თად: სექ­ტემ­ბერ­ში ერთი დღეც არ მქო­ნია თა­ვი­სუ­ფა­ლი, ყო­ველ­დღე კონ­ცერ­ტი მაქვს და სცე­ნა­ზე გა­მოვ­დი­ვარ. 15-20 ოქ­ტომ­ბრამ­დე ამ რე­ჟიმ­ში უნდა ვიყო და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­დე­ნი თეთ­რი პე­რან­გი მჭირ­დე­ბა, სხვა ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ (იღი­მის)...

- ბა­ტო­ნო გია, თქვე­ნი მა­გა­ლი­თი კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს, რომ ადა­მი­ანს ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში შე­იძ­ლე­ბა ეწ­ვი­ოს სიყ­ვა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბა.

- რა თქმა უნდა, სიყ­ვა­რულ­მა ასა­კი არ იცი­სო, უთ­ქვამთ. ბედ­ნი­ე­რე­ბა ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­დეს, მაგ­რამ ამის უნდა გჯე­რო­დეს. მე რა­ღაც­ნა­ი­რად მჯე­რო­და და იმე­დი მქონ­და, რომ ცხოვ­რე­ბის გზა­ზე ჩემ­თვის მო­სა­წონ ადა­მი­ანს შევ­ხვდე­ბო­დი. მარ­თა­ლია, ეს უბე­დუ­რე­ბა მოხ­და - ჩემი შვი­ლე­ბის დედა გარ­და­იც­ვა­ლა, რის გა­მოც, ძა­ლი­ან მძი­მე წუ­თე­ბი გა­მო­ვი­ა­რე, მაგ­რამ სულ მქონ­და იმე­დი, რომ გა­მოჩ­ნდე­ბო­და ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ დიდ სი­ცა­რი­ე­ლეს შე­მივ­სებ­და. ამ­ჯა­მად მარ­ტყოფ­ში ვცხოვ­რობ. 40 წე­ლია აქა­უ­რო­ბას ვა­ლა­მა­ზებ და ვა­რე­მონ­ტებ. მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ აქ ნამ­დვი­ლი სა­მო­თხეა. ეზო­ში ჩანჩქე­რი და აუზი მაქვს. ჩემი სახ­ლი ქა­ლა­ქი­დან 20 წუ­თის სა­ვალ­ზეა და აქ რომ მოხ­ვდე­ბი, თით­ქოს, სხვა სამ­ყა­რო­ში ხარ. ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ არ მქო­ნო­და, ჩემს ცხოვ­რე­ბას ალ­ბათ, ფასი არ ექ­ნე­ბო­და....

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად