ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი „პირველი სტუდიის“ სტუმარი იყო. ნანუკამ მის ბავშვობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვობიდან ჰქონდა მიზანი, ჟურნალისტი ყოფილიყო. მაგრამ ცხოვრებაში ბევრი დაბრკოლება შეხვდა.
„დიდი მიზანი მქონდა, რომ ჟურნალისტი ვყოფილიყავი, მაგრამ ჩემ თავს შევეწინააღმდეგე, მაშინ როდესაც გავთხოვდი. დღეს, ამ სასწაული თაობისთვის, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ჩემ დროს ქალი ან თხოვდებოდა, ან კარიერას იკეთებდა..
ცხოვრების ყველა ეტაპზე სამყარო, ღმერთი მიგზავნიდა ძალიან საინტერესო გამოწვევებს. იმისთვის, რომ რაღაცას ჩემთვის ხელი ეკრა.
ყველაზე დიდი გარდამტეხი იყო ჩემი მენტალური პრობლემები.. მას შემდეგ, რაც ჩემი ცხოვრების გარდატეხა მოვახდინე, ძველი ნანუკასგან დავტოვე ძალიან ცოტა და შევქმენი ახალი ადამიანი.
ის, რომ ფსკერხზე ხელი დამედო და ახლიდან ამომეყვინთა, აღმოჩნდა ჩემი მენტალური პრობლემები, სიკვდილის შიში, და იმის განცდა, რომ ყველაფერს კარგავ, გახდა იმის მიზეზი, რომ გადამეხედა ყვალაფრისთვის და პირველ რიგში საკუთარი თავისთვის, იმ გზისთვის, რომელიც გავიარე..
მერე დავიწყე საკუთარი თავის გაზრდა ტრენინგებით, საინტერესო ადამიანებთან საუბრებით, მოგზაურობით, მათ შორის ინდოეთში წასვლით. ჩემი თავის ძებნა დავიწყე 2017 წლიდან, როდესაც ძალიან შემეშინდა.
აღმოჩნდა, რომ გაცილებით უფრო კარგი ტიპი ვარ, ვიდრე მანამდე ვარსებობდი. (პიროვნულ ნაწილს ვგულისხმობ). შესაბამისად დავიწყე საინტერესო ეტაპი, საკუთარ თავში მოგზაურობის“, – ამბობს ნანუკა.
ნანუკა ჟორჟოლიანი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის ამპლუაში საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო. 1999 წელს დაიწყო მუშაობა გადაცემა „ალიონში“, „პირველ არხზე“. 2001 წელს გადავიდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე. მუშაობდა პოლიტიკური სიახლეების მიმართულებით. 2008 წელს იყო რეპორტიორი რუსეთ-საქართველოს ომში. 2009 წლიდან 2019 წლამდე ჰქონდა საავტორო გადაცემა „ნანუკას შოუ“, რომელიც 2009-2012 წლებში "იმედზე", ხოლო 2013-2019 წლებში "რუსთავი 2"-ზე გადიოდა. 2019 წლიდან გადავიდა „მთავარ არხზე“, სადაც მიჰყავს გადაცემა „სხვა ნანუკა“.
პირველად ნანუკამ ადრეულ ასაკში, 16 წლისამ იქორწინა. მისი მეუღლე მასზე რამდენიმე წლით უფროსი ნიკოლოზ გეგუჩაძე იყო. მას საკმაოდ პერსპექტიული მომავალი ჰქონდა, მუშაობდა ბანკში და დიდ დროს სწორედ კარიერას უთმობდა. ნანუკა კი მაშინ დიასახლისის ამპლუაში აღმოჩნდა. როგორც მედია წერდა, წყვილს შორის მესამე პირის გამოჩენამ და აზრთა სხვადასხვაობამ ოჯახის დანგრევა გამოიწვია. 18 წლის ორსული ნანუკა ჟორჟოლიანი მარტო დარჩა. მას ქალიშვილი, მარიამ გეგუჩაძე შეეძინა.
ყოფილ მეუღლესთან მეგობრული დამოკიდებულება შეინარჩუნა თავად ნანუკამაც და მის მიმართ მადლიერებაც არაერთხელ გამოხატა. საბა ნანუკა ჟორჟოლიანის უმცროსი შვილი,ა რომელიც მას ერეკლე კოდუასთან ქორწინებაში შეეძინა. ერეკლე და ნანუკა რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. ერეკლე საცხოვრებლად უცხოეთში წავიდა და იქ უკრაინელ კატალინა დიდაზე იქორწინა, დაშორენა ნანუკასთვის რთული აღმოჩნდა, რაზეც ტელეწამყვანმა საჯაროდ არაერთხელ ისაუბრა. განქორწინებას თან ახლდა არაერთი ხმაურიანი ამბავიდა კონფლიქტი კოდუას ახალ და ყოფილ მეუღლეებს შორის, თუმცა ნანუკა ჟორჟოლიანმა დეპრესიისა და რთული დღეების უკან მოტოვება შეძლო და დღეს არაჩვეულებრივ ფორმაშია, აქტიურად აგრძელებს მუშაობას და სამოტივაციო წერილებს სხვა ქალებისთვის ხშირად აქვეყნებს.