49 წლის ასაკში 14 შვილი და შვილიშვილი ჰყავს - როგორია ქალის ცხოვრება, რომელმაც 8 ტყუპი გააჩინა - Marao

49 წლის ასაკში 14 შვილი და შვილიშვილი ჰყავს - როგორია ქალის ცხოვრება, რომელმაც 8 ტყუპი გააჩინა

2024-10-07 14:57:53+04:00

49 წლის ნადია სულემანს, ამერიკელს ირანული ფესვებით, მსოფლიო იცნობს "ოქტოდედის" სახელით . ნადიას 14 შვილი ჰყავს და მარტოხელა დედაა, თუმცა როგორი დედაა, ეს ცალკე საკითხია, რადგან ხშირად კიცხავენ სხვადასხვა არაადეკვატური ნაბიჯის გამო და ადანაშაულებენ იმაში, რომ შვილები სახელის მოსახვეჭად გააჩინა. სახელის მოხვეჭა კი მისი ერთ-ერთი მთავარი აკვიატება იყო ახალგაზრდობიდან.

ნადია სულემანი

რამდენიმე წლის წინ ანჯელინა ჯოლისთან მიმსგავსება გადაწყვიტა და რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. ძირითადად, მკერდი და ტუჩები გაიდიდა, სახის ნაკვთებიც შეიცვალა და მსოფლიოს გააცნო თავი, როგორც ანჯელინა ჯოლის ორეულმა. თუმცა ეს არ აღმოჩნდა მისთვის საკმარისი.

  • "ურჩხული და მზეთუნახავი": TOP 6 ვარსკვლავური წყვილი, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკეს 

1996 წელს გათხოვდა და სანამ ქმართან ცხოვრობდა, ხელოვნური განაყოფიერებით მოასწრო სამი შვილის გაჩენა. მერე ქმარს გაეყარა და კიდევ სამი გააჩინა. მაგრამ არც ეს იკმარა და როდესაც მისი უფროსი შვილების ასაკი 2-დან 7 წლამდე იყო, სწორედ მაშინ დაგეგმა "გრანდიოზული პროექტი" - 8 ტყუპის გაჩენა. მშობიარობის შემდეგ რეალური შოუს ჩვენება იგეგმებოდა, რომელიც ნადიასა და მისი 14 შვილის ცხოვრებას ასახავდა.

  • "ყველა ქარიშხალი ერთად ჩადგა და ახლა ბედნიერების და ცხოვრებით ტკბობის დროა..." - ქართველი კონკიას, მარიამ შარმანაშვილის ზღაპარი 

მოგვიანებით, როცა ნადია უპასუხისმგებლობაში და შვილებით სპეკულირებაში დაადანაშაულეს, მან სცადა ყველაფერი ექიმებისთვის დაებრალებინა. თითქოს ერთი ბავშვის გაჩენას გეგმავდა, თუმცა ექიმებმა ბევრი ემბრიონი გადასვეს. თუმცა ექიმმა მაიკლ კამრავამ მაშინვე განაცხადა, რომ ნადია ტყუოდა და მან ყველაფერი იცოდა. საბუთებზეც წინასწარ მოაწერა ხელი. მაგრამ კამრავას მოგვიანებით მაინც ჩამოართვეს ლიცენზია და ჯარიმის გადახდაც მოუწია, რადგან სამედიცინო თვალსაზრისით ზედმეტად სარისკო და რეზონანსული საქმე აღმოჩნდა.

ნადია მთელი ორსულობის პერიოდში იღებდა ფოტოებს, მონაწილეობდა სხვადასხვა გადაცემაში, საბოლოოდ, 2009 წელს წარმატებით იმშობიარა და ახალშობილებს, ისევე როგორც მის უფროს შვილებს, ბიბლიური სახელები დაარქვა, თუმცა რვავეს მეორე სახელი ერთნაირი აქვს - ანგელოზი.

წაიკითხეთ სრულად