ფრანგი ქალები საუკუნეების მანძილზე ითვლებოდნენ დახვეწილობის, ელეგანტურობისა და სტილის სიმბოლოდ. მათ არაერთი ცნობილი სახე ჰყავთ, რომლებმაც მსოფლიო საკუთარი გარეგნობით აღაფრთოვანეს. ამ სტატიაში რამდენიმე მათგანს და მათ შესახებ საინტერესო ამბებს ნახავთ:
ბრიჯით ბარდო
სამსახიობო ნიჭის გარდა ბრიჯიტ ბარდო განსაკუთრებული სტილითაც გამოირჩეოდა. წარმოგიდგენთ ლეგენდარული მსახიობის საიდუმლოს, რამაც ის სტილის ხატად აქცია.
კეტრინ დენევი
1964 წელს კანის კინოფესტივალზე მიუზიკლის, "შერბურის ქოლგების" პრემიერა შედგა, რომელმაც კინოს ახალი ვარსკვლავი, კატრინ დენევი აჩუქა. ამ დღის შემდეგ ქერა ლამაზმანის სახელი ფრანგული ახალი ტალღის განუყოფელ ნაწილად იქცა.
იზაბელ აჯანი
ფრანგი კინომსახიობი და მომღერალი. 1981 წელს კანის კინოფესტივალზე პრიზი გადაეცა ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ერთდროულად ორი ფილმის გამო.
სოფი მარსო
1984 წელს პირველად ითამაშა ანჯეი ჟულავსკისთან ერთად ფილმში „აზარტული სიყვარული“. მას მოჰყვა „ჩემი ღამეები თქვენს დღეებზე მშვენიერია“, და „ცისფერი ნოტა“.
ევა გრინი
შვედური წარმოშობის ფრანგი მსახიობი და მოდელი. მისი დებიუტი 2003 წელს შედგა, ფილმში „მეოცნებენი“, გრინმა აღიარება მოიპოვა რიდლი სკოტის ფილმით „ზეციური სამეფო“ (2005)
ქეროლ ბუკე
კარიერის განმავლობაში არაერთი დასამახსოვრებელი როლი შექმნა და უამრავ ადამიანს თავი შეაყვარა, თუმცა ბავშვობაში გოგონა ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ამ სფეროში მოხვდებოდა. მას ფლორისტობა უნდოდა. მძიმე წლები გაიარა, დედამ მიატოვა და მასზე და მის დაზე მამა ზრუნავდა. მოგვიანებით კი გოგონა კათოლიკური მონასტრის სკოლაში გაგზავნეს.
მარიონ კოტიარი
მისი მიერ შექმნილმა ედიტ პიაფის პორტრეტმა ფილმში „ცხოვრება ვარდისფერ ფერებში“ (2007) მას საერთაშორისო აღიარება და მრავალი ჯილდო მოუტანა, მათ შორის: BAFTA-ს, სეზარის, ოქროს გლობუსის და ოსკარის ჯილდოები.
მარინა ვაქტი
15 წლის იყო, სამოდელო აგენტმა H&M მაღაზიაში რომ შეამჩნია. სახლიდან თავის დასაღწევად კარგი მიზეზი აღმოჩნდა ეს და უმალვე დასთანხმდა. მას მერე მუშაობდა ისეთი პრესტიჟული მოდის სახლებისთვის, როგორიცაა ქლოე, ლუი ვიტონი, რალფ ლორენი. 2011-ში ივ სენ ლორანის Parisienne-ის სახე გახდა.მერე სედრიკ კლაპიშმა შეამჩნია მისი სილამაზე და მიიწვია თავის ფილმში My Piece of the Pie.
ნორა არნეზედერი
იგი ცნობილია თავისი როლებით CBS-ის დრამატულ სერიალში Zoo (2015–2016), სამეცნიერო ფანტასტიკურ თრილერ ფილმში Tides ( კოლონია; 2021)
ლეა სედუ
მისი კარიერა დაიწყო 2007 წელს, ფილმით „უკანასკნელი მფლობელი“. მსახიობისთვის ასევე წარმატებული იყო ფილმი „ომში“ (2008). ფილმ „მშვენიერში“ შესრულებული როლისთვის მან კანის კინოფესტივალზე ტროპე შოპარის ჯილდო მოიპოვა.