ამ სტატიაში ნახავთ იმ ცნობილ ქართველ ქალებს, რომლებიც დედები სულ ახლახან გახდნენ. ჩამონათვალიდან ზოგი ახალბედა, ზოგი კი - გამოცდილი დედაა. როგორია მათთვის ეს ამპლუა, ამის შესახებ ქვემოთ წაიკითხავთ:
ქეთი ხატიაშვილი
ცოტა ხნის წინ ქეთი ხატიაშვილი და დავით კაჭარავა პირველი საერთო შვილის, ილია კაჭარავას მშობლები გახდნენ.
რუსკა ქარქაშაძე
რამდენიმე თვის წინ რუსკა ქარქაშაძე და ლაშა მოწონელიძე პირველი შვილის მშობლები გახდნენ. ბავშვს ზუკა დაარქვეს.
ნინო მუმლაძე
მსახიობი ნინო მუმლაძე და მისი მეუღლე გუგა გოგინაშვილი ცოტა ხნის წინ ბიჭის მშობლები გახდნენ. უსაყვარლეს პატარას რონი დაარქვეს.
თათია თექთურმანიძე
თათია თექთურმანიძე მოდელი და ინფლუენსერი, "მასტერშეფის" და რამდენიმე სხვა შოუს მონაწილეა. ის პირველ შვილს ელოდება. ამის შესახებ სასიხარულო ინფორმაცია მან სულ ცოტა ხნის წინ გაამხილა. თათია საქართველოში ოჯახთან ერთად რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა.
"საქართველოში დავიბადე, მაგრამ რუსეთში გავიზარდე. დაახლოებით 4-5 წლის ვიქნებოდი, როდესაც აქედან წავედით. წელიწადში ორჯერ ჩამოვდიოდი საქართველოში, მაგრამ ქართული წერა-კითხვა, საუბარი ძალიან კარგად ვიცი, რაც დედაჩემის დამსახურებაა. მას უნდოდა, ქართული კარგად მცოდნოდა. 3 წლის წინ, მიუხედავად მამაჩემის წინააღმდეგობისა, როგორც კი როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე, საქართველოში დავბრუნდი. მამას უნდოდა, სამსახური იქ დამეწყო, რადგან იქ უფრო მეტი პერსპექტივა იყო განვითარებისთვის, მაგრამ ძალიან მიყვარდა ჩემი ქვეყანა, ყოველთვის მქონდა ნოსტალგია და ამიტომაც, ჩამოსვლა გადავწყვიტე. თათია დედა ცოტა ხნის წინ გახდა.
ჯანეტ ქერდიყოშვილი
სულ ცოტა ხნის წინ ყოფილი "მის საქართველო", მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი და მისი მეუღლე, პროდიუსერი ნოე სულაბერიძე გოგონას მშობლები გახდნენ. ახალშობილს ლილი დაარქვეს და სასიხარულო სიახლე მეოგბრებსა და გულშემატკივრებს სოციალურ ქსელშიც გაუზიარეს.
თაკო საზინა
ინფლუენსერი, ვლოგერი თაკო საზინა პირველი შვილის დედა გახდა. სასიხარულო სიახლე მეგობრებსა და გამომწერებს მან სოციაურ ქსელში გაუზიარა. პატარა გოგონას მატილდა დაარქვეს
ნიცა თავაძე
21 აგვისტოს ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიასა და მის მეუღლეს პირველი შვილი შეეძინათ. პატარას დამიანე დაარქვეს. ხვიჩამ სამშობიაროდან პირველი კადრებიც გაგვიზიარა: "ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღე", - დაწერა მან.
ნატა ბერეჟიანი
18 წლის შემდეგ მეორედ გახდა დედა მსახიობი ნატა ბერეჟიანი: იგი ფართო საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ერთ-ერთ სახასიათო და დასამახსოვრებელ როლს ასრულებდა. მას შემდეგ ის არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში, განსაკუთრებული ინტერესის საგანი კი მისი ოჯახი და პირადი ცხოვრებაა.