თაკო ჩხეიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და განსაკუთრებული გარეგნობის, ინტელექტისა და პროფესიონალიზმის გამო მალევე შეიყვარა კიდეც. დიდ მოწონებას იმსახურებს თაკოს სტილი... ამჯერად მოდელის საშემოდგომო ლუქებს გადავავლოთ თვალი:
თაკო ჩხეიძე
თაკო ჩხეიძე 1981 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ენის სპეციალობით. 1995 წელს დაიწყო სამოდელო საქმიანობა სააგენტო „ნატალიში“. მუშაობდა ნიუ-იორკის სამოდელო სააგენტო IMG-სა და პარიზის სააგენტო „ვივაში“. 2006 წელს სათავეში ჩაუდგა სამოდელო სააგენტო „ჯეომოდელსს“, რომელიც თავად დააარსა და დღემდე წარმატებულად საქმიანობს.
თაკოს მეუღლე ქართველი დიპლომატი, აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე გაგრაში 1971 წელს დაიბადა. აბაშიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა. შემდეგ სწავლობდა გოეთეს ინსტიტუტში და მოგვიანებით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში. 1996 წლიდან რუსლან აბაშიძე მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. რუსლან აბაშიძე გახლდათ საქართველოს ელჩი ესტონეთში, 2019 წლის 11 დეკემბრიდან კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს იკავებს. წყვილს სამი ვაჟი ჰყავს: 22 წლის სერგი, 14 წლის ალექსანდრე და 12 წლის დავითი.