ანასტასია ბენდუქიძე მალე მეორე შვილის დედა გახდება. ის და ბიზნესმენი ივანე მხეიძე გოგონას დაბადებას ელოდებიან.
„ერთ ნაბიჯს გადადგამ და ისე გამოიყურები, თითქოს საზამთრო გადაყლაპე…“ – წერს სოციალურ ქსელში ანასტასია და ფოტოებს გვიზიარებს.
ამასთან, ანასტასიამ უსაყვარლესი კადრები გამოაქვეყნა ვაჟთან, პატარა ალექსანდრესთან ერთად, რომელიც, როგორც თავად აღნიშნავს, ბაღიდან გამოყვანისას აღბეჭდა.
ანასტასია ბენდუქიძე
"18 წლის ვიყავი, როცა გავიგე, რომ კახა მამაჩემი იყო. ეს თვითონ მითხრა. ლონდონში ვიყავით სასტუმროში, შევედი მასთან ოთახში, "ადაპტორი" მჭირდებოდა. რომ მივედი და მომცა, მითხრა, აიღე, შვილოო. მე ვუთხარი, ჰო, შენ ჩემთვის ყოველთვის მამასავით იყავი-მეთქი. მე შენი მამა ვარ, ბიოლოგიურიო. შოკში ჩავვარდი. მეგონა, შენ იცოდიო, მითხრა. არა, არ ვიცოდი-მეთქი. ძალიან ვგავარ მამას. მანამდე არ მიფიქრია, რომ მას ვგავდი, ამ პუტკუნა, ულვაშიან, მელოტ კაცს. ახლა რომ ვუყურებ, ძალიან ვგავარ.
მგონი, ვერ ვხვდებოდი, რამდენი საინტერესო რამე შემეძლო მეკითხა. ვერ ვაფასებდი სათანადოდ ამას. იყო მამაჩემი უბრალოდ და არ ვიცოდი, რაზე შეიძლება დავლაპარაკებოდი, საქართველოს პოლიტიკაზე თუ მსოფლიო განვითარებაზე. რაღაც დებილობებზე ვლაპარაკობდით. საერთოდ არ ვიყავი მზად იმ ცხოვრებისთვის, რომელიც დამიტოვა. 25 წლის ვიყავი, როცა "თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებელი გავხდი და "ცოდნის ფონდის" დირექტორი. 5 რამ დამიბარა სიკვდილამდე:
გამხდარი უნდა ვიყო, ქართული უნდა ვისწავლო, უნდა მივიღო უფრო კარგი განათლება, უნდა მქონდეს ბიზნესი, რომელიც იქნება ჩემთან ახლოს და რომელიც უნდა განვითარდეს თანდათან; უნდა ვიცხოვრო ბედნიერად და ტანჯვის გარეშე გარდავიცვალო", - ამბობდა ანასტასია ერთ-ერთ გადაცემაში.