"44 წლის ასაკში გადავწყვიტე, რომ ცხოვრებაში რაღაც შემეცვალა" - გაიცანით ქართველი ქალი, რომელმაც ბოსფორი გადაცურა - Marao

"44 წლის ასაკში გადავწყვიტე, რომ ცხოვრებაში რაღაც შემეცვალა" - გაიცანით ქართველი ქალი, რომელმაც ბოსფორი გადაცურა

2024-10-09 15:01:56+04:00

 თამილა შარუხია პირველი ქართველი ქალია, რომელმაც ბოსფორი გადაცურა. მან 6.5-კილომეტრიანი დისტანცია 1 საათსა და 22 წუთში დაფარა.

თამილა შარუხია 44 წლის იყო, როცა დიასახლისის ყოველდღიური რუტინის შეცვლა გადაწყვიტა და სირბილით, ველორბოლითა და შემდეგ უკვე ცურვით დაინტერესდა. ამ წლების განმავლობაში მან არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო მარათონში მიიღო მონაწილეობა და საპრიზო ადგილებიც დაიკავა.

  • "მიცნობენ, როგორც მოდელს. ემიგრაციაში ვარ დაახლოებით 12 წელია" - ნათია მაქაცარია 
  • 49 წლის ასაკში 14 შვილი და შვილიშვილი ჰყავს - როგორია ქალის ცხოვრება, რომელმაც 8 ტყუპი გააჩინა 

ახლა მისი ოცნება ჰავაიში, ტრიათლონში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტიტულის, "აირონმენის" სტატუსის მოპოვებაა.

"ბავშვობიდან ძალიან აქტიური ვიყავი. ფეხბურთს ვთამაშობდი... სპორტი ჩემი ოცნება იყო. სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე, შემდეგ გავთხოვდი და ორი შვილი გავაჩინე. კარგი დიასახლისი ვარ.

44 წლის ასაკში გადავწყვიტე, რომ ცხოვრებაში რაღაც შემეცვალა. შემდეგ გავიგე, რომ სტამბულში მარათონი იმართებოდა - ჩემს ასაკობრივ კატეგორიაში მესამე ადგილზე გავედი. ძალიან ბედნიერი ვიყავი." - ამბობს თამილა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.