ეკა კახიანს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და მუსიკოსია, თუმცა, გარდა კარიერისა, ეკა ხშირად იქცევს საზოგადოების ყურადღებას პირადი ცხოვრების გამოც. მიუხედავად არაერთი კითხვისა, ის საკუთარ ურთიერთობებზე ხმამაღლა არასდროს საუბრობს.
დაამთავრა ცენტრალური მუსიკალური გიმნაზია და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. 1974–1980 წლებში იყო ანსამბლ „მზიურის“ წევრი. 1988–1998 წლებში მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი. 2004 წლიდან თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. შესრულებული აქვს მრავალი როლი კინო და ტელე ფილმებში. არის პოპულარული სიმღერების ავტორი და შემსრულებელი.
ამჯერად ინტერნეტში ეკა კახიანის, მაია ჯაბუას და გია ძნელაძის ფოტო ვრცელდება:

ანსამბლი „მზიური" 40 წლის წინ დაარსდა. პირველი თაობის ყველაზე პატარა მზიურელი მაშინ 8-9 წლის იყო... და მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელი გავიდა, ანსამბლის წევრები ხშირად მაინც ახერხებენ შეკრებას.
ეკა კახიანი
"მამასგან განსხვავებით, მე ნაკლებად გამიმართლა კინოში, რადგან მხოლოდ რამდენიმე ფილმზე ვიმუშავე. მამას დებიუტივე წარმატებული ჰქონდა, რადგან უამრავი ბრწყინვალე როლის მიუხედავად, მაინც „საბუდარელი ჭაბუკი“ გახდა მისი სავიზიტო ბარათი. სამწუხაროდ, მსახიობი ყოველთვის რეჟისორსა და მის შეთავაზებაზეა დამოკიდებული, ფილმების წარმოება კი დღეს ნაკლებად გამოდის. მართალია, რამდენიმე შეთავაზება მქონდა, მაგრამ არასდროს გავაკეთებ იმას, რაც ზუსტად ვიცი, რომ ჩემი არაა.
ბევრად წარმატებული აღმოვჩნდი მუსიკაში. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი კარიერა ბავშვობაში, „მზიურით“ დაიწყო და დღემდე გრძელდება. რამდენიმე ახალი სიმღერის გაკეთებას ვგეგმავ, ერთ-ერთი პირველი ნინიმ და ანრიმ შეასრულეს ანრის სოლო-კონცერტზე. ძალიან მინდა საიუბილეო წელს კიდევ ერთი საავტორო საღამოს მოწყობა, უამრავი იდეა მაქვს, თუმცა ჯერ არ ვიცი, რამდენად შევძლებ ყველა ჩანაფიქრის განხორციელებას.
არ ვიცი, რამდენად კარგი ბებია ვარ, ალბათ, ჩემზე უკეთესებიც არიან, მაგრამ შვილიშვილებთან ნამდვილად ვმეგობრობ. მართალია, მუსიკალური ნიჭი ყველას აქვს, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ელენე მღერის, თუმცა მასაც ცეკვა უფრო მოსწონს, ვიდრე სიმღერა" - ამბობდა ეკა კახიანი.