მისი ტრაგიკული გარდაცვალებიდან ორი ათწლეულის შემდეგაც კი, პრინცესა დიანა რჩება ჩვენი დროის ერთ-ერთ საკულტო ფიგურად. მის ირგვლივ, მის სიცოცხელშიც და გარდაცვალების შემდეგაც, უამრავი ჭორი თუ მითი გავრცელდა. ზოგიერთ მათგანს კი დღესაც აქტიურად განიხილავენ. ამ სტატიაში 4 ყველაზე გავრცელებულ მითზე მოგიყვებით:
პრინც ჩარლზზე დაქორწინებამდე ის იყო "ჩვეულებრივი" გოგონა
სიმართლე: ლედი დიანა სპენსერი იყო ძველი არისტოკრატული დინასტიის წარმომადგენელი, რომლის დამფუძნებლები იყვნენ მეფეების ჩარლზ II-ისა და ჯეიმს II-ის შთამომავლები.
სპენსერებმა თავიანთი ქონება ცხვრის მეურნეობითა და მატყლის ვაჭრობით მოიპოვეს. ერთ-ერთმა წინაპარმა მიიღო ტიტული მეფე ჯეიმს I-ისგან 1603 წელს, ხოლო 1765 წელს სპენსერს მიენიჭა ტიტული "გრაფი".
"პრინცესა" არის დიანას ოფიციალური სამეფო ტიტული
სიმართლე: როდესაც დიანა დაქორწინდა პრინც ჩარლზზე, იგი მისი სამეფო უდიდებულესობა, უელსის პრინცესა გახდა. განქორწინებისას მან დაკარგა მისი სამეფო უდიდებულესობის ტიტული, მაგრამ დარჩა უელსის პრინცესად.
უყვარდა ქალაქგარეთ ცხოვრება
სიმართლე: დიანა გაიზარდა ძველ საოჯახო ციხესიმაგრეში Althorp House, Northamptonshire-ში. მრავალ ინტერვიუში სიყვარულით იხსენებდა იქ გატარებულ წლებს. მაგრამ ერთ-ერთმა სამეფო ინსაიდერმა თქვა, რომ სამეფო მამულებში კვირების განმავლობაში ყოფნა დიანასთვის "სასიკვდილოდ მოსაწყენი იყო".
პრინცესა დიანას შვილებს ძიძა არ ჰყავდათ
სიმართლე: მას შვილების აღზრდის საკუთარი სტილი ჰქონდა. პრინცესა მათთან ერთად ატარებდა დიდ დროს, მაგრამ ჰარის და უილიამს მაინც ჰყავდათ ძიძა. „დიანამ თქვა, რომ ის არასოდეს გაზრდიდა შვილებს ისე, როგორც ჩარლზი გაიზარდა. მას სურდა, რომ მისი ბიჭები მშობლებთან ახლოს ყოფილიყვნენ“, - თქვა სამეფო ბიოგრაფმა ინგრიდ სიუარდმა.