"მეორე შვილი 43 წლის ასაკში გავაჩინე... 23 წელია შვილებს შორის სხვაობა" - ეკა ანდრონიკაშვილი - Marao

"მეორე შვილი 43 წლის ასაკში გავაჩინე... 23 წელია შვილებს შორის სხვაობა" - ეკა ანდრონიკაშვილი

2024-10-10 17:10:20+04:00

ულამაზესი, დახვეწილი, მშვიდი და გაწონასწორებული ეკატერინე ანდრონიკაშვილი ყოველთვის არ თანხმდება ინტერვიუებს. მსახიობი, ერთი შეხედვით, ნაზია, თუმცა, როგორც თავად ამბობს, საკმაოდ მებრძოლი ხასიათი აქვს. 

ბავშვობა

"მახსოვს ჩემი პატარა მაგიდა, სადაც ექიმობანას ვთამაშობდი, ფურცლებს პასტით შეღებილ საშლელს ვურტყამდი, ვითომ ბეჭედი იყო და რეცეპტებს გავცემდი.

ჩემს ბავშვობაში დედა და მამა ეპიზოდურად იყვნენ, ძირითადად, ბებია და ბაბუა მზრდიდნენ. დედა და მამა ახლა უფრო აქტიურად არიან ჩემს ცხოვრებაში და ბევრად დიდი როლი აქვთ.

ექიმი, მხატვარი და მერე მსახიობი, პარალელურად, ტელეჟურნალისტიც მინდოდა, ვყოფილიყავი. ამიტომ, მეორად ფაკულტეტზე ნახევარი წელი ამ პროფესიასაც ვსწავლობდი. დღემდე მაქვს ორი პროფესია, რომელსაც მგონია, რომ თავს გავართმევდი: ფსიქოლოგია და საერთაშორისო დიპლომატია."

  • "44 წლის ასაკში გადავწყვიტე, რომ ცხოვრებაში რაღაც შემეცვალა" - გაიცანით ქართველი ქალი, რომელმაც ბოსფორი გადაცურა 
  • "მიცნობენ, როგორც მოდელს. ემიგრაციაში ვარ დაახლოებით 12 წელია" - ნათია მაქაცარია 

ოჯახი

ეკა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი ორი შვი­ლის - ლუ­კას და ნი­კა­ლას დე­დაა. მისი ყოფილი მეუღლე ასევე მსახიობი გიორგი ნაკაშიძეა:

"ძალიან ადრე გავთხოვდი – 19 წლის. 21 წლისას შვილი მყავდა და ახლა უკვე 30 წლისაა. მეორე შვილი კი ღმერთმა გამომიგზავნა, 43 წლის ასაკში გავაჩინე და 7 წლის ანგელოზი მყავს. 23 წელია შვილებს შორის სხვაობა.

გამიმართლა ჩემს შვილებში, მშობლებში, წინაპრებში, მეგობრებში და ზოგადად, ბევრ რამეში. საერთოდ, უიღბლო არ ვარ, მაგრამ ხანდახან მგონია, თითქოს, რაც აუცილებლად უნდა მოხდეს, გვერდით ჩამივლის, გაივლის და ჩემთან არ მოდის. იმისთვის, რომ რამეს მივაღწიო, ბრძოლა ნაკლებად, მაგრამ ბევრი შრომა მჭირდება. მაგრამ, თუ ბრძოლა დამჭირდა, საკმაოდ მებრძოლი ადამიანი ვარ და ინტუიციაც საკმაოდ განვითარებული მაქვს" - ამბიბდა ეკა.