"ჩვენი გაცნობის 10 წელი გახდა და ჯვარიც დავიწერეთ…“ - თამუნა მუსერიძემ და სანდრო მიკუჩაძემ ჯვარი დაიწერეს - Marao

"ჩვენი გაცნობის 10 წელი გახდა და ჯვარიც დავიწერეთ…“ - თამუნა მუსერიძემ და სანდრო მიკუჩაძემ ჯვარი დაიწერეს

2024-10-11 10:42:42+04:00

ათწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ტელეჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ და მსახიობმა სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძემ ჯვარი დაიწერეს.

„8 წელი იმიტომ ვეძებე დაბადების დღე, მაინც ძველი რომ დამეტოვებინა… ჰოდა, თან ჩვენი გაცნობის 10 წელი გახდა და ჯვარიც დავიწერეთ…“

  • "ერთი ქალბატონის ფოტო გავრცელდა და წერია, რომ ის დედაჩემია" - რა ვიდეოს აქვეყნებს თამუნა მუსერიძე 
  • მოგზაურობ მეუღლესთან ერთად და პარიზული დაბადების დღე: თამუნა მუსერიძე ახალ კადრებს გვიზიარებს 

თამუნა მუსერიძე

1986 წელს დაიბადა. ტელევიზიაში მუშაობა 18 წლის ასაკში დაიწყო. ცხოვრებაში ყველაზე დიდი გარდატეხა კი 32 წლის ასაკში ეწვია, როცა დედის გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ნაშვილებია.  

"იმდენად ბედნიერი ბავშვობა მქონდა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ზღაპარში ვცხოვრობდი. 90-იანი წლების უშუქობა, უგაზობა და სიდუხჭირე საერთოდ არ მიგრძნია. მამაჩემი, შოთა მუსერიძე, ძალიან ხელგაშლილად ცხოვრობდა და მარტო თავის ოჯახს კი არა, ნათესავებსაც ხელს უმართავდა. დედა, მარინა კუხიანიძეც ყველაფერს აკეთებდა, რომ საფუძვლიანი განათლება მიმეღო. სკოლაში მაკითხავდა და თვითონ დავყავდი ინგლისურზე, რუსულზე, ხელოვნებათმცოდნეობაზე, ისტორიაზე. დედამ სამსახურს თავი დაანება და მთელი ცხოვრება შვილების განათლებას მიუძღვნა. მხოლოდ ერთხელ მიადგა ჩრდილი ამ ყველაფერს - როცა მითხრეს, რომ ნაშვილები ვიყავი, მაგრამ მაშინ არ დავიჯერე. რატომ? - ალბათ იმიტომ, რომ ჩემზე უმცროსი ძმა მყავს და მშობლებისგან წამითაც არ მიგრძნია, რომ მისგან მასხვავებდნენ. დედაჩემი მხოლოდ 33 წლის იყო, როცა შვილად ამიყვანეს, თან, მამაჩემს და მის დედას ძალიან ვგავდი. მოგვიანებით, გენეტიკური ანალიზით დადგინდა, რომ ჩვენ შორის დამთხვევა ნული პროცენტი იყო, მაგრამ მაშინაც არ შემპარვია ეჭვი, რომ ისინი ჩემი ბიოლოგიური მშობლები არ იყვნენ" - იხსენებდა თამუნა.