დემენცია ერთ-ერთი ყველაზე მზაკვრული და გავრცელებული დაავადებაა. ნელა, მაგრამ აუცილებლად, ის გავლენას ახდენს ადამიანის კოგნიტურ შესაძლებლობებზე და შედეგად შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები მეხსიერებაში, ქცევასა და აზროვნებაში.
ალცჰაიმერი
მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან აქტიურად იკვლევენ ალცჰაიმერის დაავადებას და ცდილობენ მოიძიონ არა მხოლოდ მისი მკურნალობის გზები, არამედ თავის ტვინის ასაკთან დაკავშირებული დარღვევების პრევენციის მეთოდები.
ცოტა ხნის წინ, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა კიდევ ერთი სიმპტომი, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს დემენციის დაწყებაზე. ექსპერტებმა შეადარეს ასი საშუალო ასაკის და ხანდაზმული პაციენტის ტვინის მუშაობა სიარულის დროს. ექსპერიმენტის მონაწილეებმა გაიარეს მარტივი მარშრუტი, რომლის გასწვრივ ისინი დანომრილ კონუსებს შეხვდნენ. შემდეგ მათ სთხოვეს დაბრუნებულიყვნენ იმავე გზით - ოღონდ მინიშნებების გარეშე.
კვლევის თითოეულმა მონაწილემ გაიმეორა დავალება სამჯერ, სხვადასხვა პირობებში. შედეგად, აღმოჩნდა, რომ მსუბუქი კოგნიტური დარღვევის მქონე ადამიანებს უჭირდათ ამოცანის შესრულება.
ნავიგაციის პრობლემები დაავადების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია და არ უნდა იყოს იგნორირებული, ამბობს შონ გრეგორი, ალცჰაიმერის გლობალური საზოგადოების წარმომადგენელი.