საფრანგეთში, სასამართლო პროცესი დაიწყო მამაკაცის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალად ედება 10 წლის განმავლობაში, 72 წლის მეუღლზე, ჟიზელ პელიკოტზე წამლებით ზემოქმედება და ათობით უცხო ადამიანის მათ სახლში მოწვევა მის გასაუპატიურებლად.
დომინიკ პელიკოტის საქმე
დომინიკ პელიკოტმა დანაშაული აღიარა. მან სასამართლოში განაცხადა, რომ 2011-დან 2020 წლამდე ცოლზე სისტემატურად ძალადობდა, საძილე აბებით აბრუებდა, შემდეგ კი ათობით უცნობი ადამიანის მიერ ცოლის გაუპატიურებას უყურებდა. ბრალდებული ამ პროცესს დეტალურად იღებდა. ვიდეო ჩანაწერები პოლიციამ შემთხვევით, მას შემდეგ იპოვა, რაც დომინიკი მაღაზიაში, უცნობი ქალის სხეულის გადაღებისთვის დაიჭირეს.
მასთან ერთად დააკავეს 50 მამაკაცი - ისინი ჟიზელის გაუპატირუებაში იღებდნენ მონაწილეობას.
სასამართლომ სამშაბათს შეიტყო, რომ პენსიონერს რამდენიმე წლის განმავლობაში ენიშნებოდა თემესტა. Temesta-ს დანიშვნა იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აწუხებთ ძილის დარღვევა ან შფოთვა, ძალზე გავრცელებულია საფრანგეთში.
სამშაბათს მოწმის პოზიციაზე მისმა სიძემ, პიერ პეირონეტმა ისაუბრა ოჯახის შეშფოთებაზე ქალის ჯანმრთელობის სწრაფად გაუარესების გამო და მასთან დაკავშირების სირთულეზე.
”ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა ტელეფონით მასთან დაკავშირება. უმეტესად დომენიკი გვპასუხობდა და გვეუბნებოდა, რომ ჟიზელს ეძინა, თუნდაც შუა დღის განმავლობაში. როცა საუბარს მოახერხებდა, არათანმიმდევრულად ლაპარაკობდა და გაბრუებული ჟღერდა,” - განუცხადა მან სასამართლოს.
ჟიზელ პელიკოტმა მიმართა უამრავ ექიმს ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა მეხსიერების დაქვეითება, ასევე გინეკოლოგიური დაავადებები, რომლებიც მოიცავდა საშვილოსნოს ყელის ანთებას.