„ეს ჩემი შოთიკოა, ჩემი საყვარელი ბიჭი. აწ უკვე ჩემი უდიდესი ტკივილი..." - ბუკა პეტრიაშვილის ვაჟს, შოთიკო პეტრიაშვილს ახლობლები ემშვიდობებიან - Marao

„ეს ჩემი შოთიკოა, ჩემი საყვარელი ბიჭი. აწ უკვე ჩემი უდიდესი ტკივილი..." - ბუკა პეტრიაშვილის ვაჟს, შოთიკო პეტრიაშვილს ახლობლები ემშვიდობებიან

2024-10-12 22:51:49+04:00

„ეს ჩემი შოთიკოა, ჩემი საყვარელი ბიჭი. აწ უკვე ჩემი უდიდესი ტკივილი. შენ გენაცვალე, ჩემო შო, როგორ მიყვარხარ, როგორ მტკივა გული…“, – წერს ეკატერინე მიშველაძე.

„გაგვიფრინდა ჩვენი შოთიკო, შოსტია შოთია! პანაშვიდები კვირას და ორშაბათს ამაღლების 35 (მისი სახლიდან სოლოლაკში) გასვენება სამშაბათს, უნივერსიტეტის ქუჩაზე, სპორტის სასახლის წინ მდებარე კერძო სასაფლაოდან“, – წერს ბუკა პეტრიაშვილი და შვილის ფოტოებს გვიზიარებს.

ბუკა პეტრიაშვილის ვაჟის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში შოთიკოს მეგობრის დედაც ეხმაურება. პროდიუსერი გვანცა გორდეზიანი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და შოთიკო პეტრიაშვილს მადლობას უხდის იმისთვის, რომ მის ქალიშვილს კარგი მეგობრობა გაუწია.

„შენი შვილის უახლოესი მეგობრის ეს საშინელი ამბავი ყოფილა წარმოუდგენელი ტკივილი, ისეთი, რომ მეშინია გული არ გამისკდეს! შოთიკო ჩემო ციმციმა, ჩემო ღიმილიანო, ჩემო კეთილო და ნათელო ვერ ვიჯერებ, რომ შენ, რომელსაც ასე გიყვარდა სიცოცხლე, აღარ იქნები ამ სამყაროში და კატოს ყოველ ჩამოსვლაზე არ დამირეკავ, აუ გამოუშვი რა გვანცა  კატო ჩემთან ერთად, აუ დატოვე რა გვიანობამდე! მადლობა, რომ ჩემი კატოსთვის ასეთი მეგობარი იყავი შოთიკ!“ – წერს გვანცა გორდეზიანი.

როგორც ცნობილია, ბუკა პეტრიაშვილის ვაჟი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ის მაღალი სართულიდან გადავარდა და, სამწუხაროდ, მისი გადარცენა ვერ მოხერხდა.