როდის და როგორ უნდა ვუყუროთ Victoria's Secret-ის 2024 წლის შოუს: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ - Marao

როდის და როგორ უნდა ვუყუროთ Victoria's Secret-ის 2024 წლის შოუს: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

2024-10-14 15:33:12+04:00

"ვიქტორია სეკრეტის " ჩვენება 15 ოქტომბერს გაიმართება, დეტალები ჯერ კიდევ უცნობია. თუმცა, თითქმის გარკვეულია შუა მონაწილეების ვინაობა. მოდის სახის ცნობილ მოდელებთან ერთა ჩვენებაში მონაწილეობას ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანიც მიიღებს.

  • "ბებოსთან ჩაიცუცქა და მოწყალება გაიღო... მატილდა შიგნიდანაც ანათებდა, მის თვალებში ნათელი ბზინავდა" - მატილდა გვარლიანის უცნობი ამბები და ფოტოები 

პოდიუმზე ვიხილავთ ირინა შეიკს, ბეატი პრინსლოს, ჯიჯი ჰადიდს და სხვებს... გამოცდილ მოდელებს ახალი ვარსკვლავებიც დაემატებიან: კიანა კეროლი, ლილია ბატლერი, კეიტლინ კაჰალოა, ჩარის მონე და პოპ მომღერალი ფლეტჩერი.

ცნობილია, რომ შოუს მუსიკალურად ლიზა, ტილა და შერი გააფორმებენ. 

  • შოუ გაიმართება ნიუ იორკში, 15 ოქტომბერს, საღამოს 7 საათზე და პირდაპირ ეთერში გადაიცემა Victoria's Secret-ის სოციალური მედიის ანგარიშებზე. 

ვიქტორია სეკრეტის შოუ 

შეგახსენებთ, რომ ტოქსიკური სამუშაო გარემო პირობებისა და სექსუალურ მოძალადე ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირების გამო ჩვენება 4 წლის განმავლობაში არ გამართულა.

  • პირველი ქართველი Victoria secret -ის შოუზე: მატილდა გვარლიანის წარმატებით სავსე გზა საქართველოდან მსოფლიო სცენამდე 

ორგანიზაციის ფინანსური დირექტორის, ტიმოთი ჯონსონის განცხადებით კომპანიაში მიმდინარეობს რებრენდინგი, მუშაობენ ახალ გეგმაზე და ,,ვიქტორია სეკრეტი’’ მეტად ვიდრე არასდროს დაუჭერს მხარს ქალთა უფლებებს. რა გეგმაზეა საუბარი, ჯონსონს არ გაუმჟღავნებია.  

ცნობისთვის ბრენდს 2021 წელს,,ანგელოზების’’ტიტულის ამოღება მოუწია, რადგან მათ მიიღეს უამრავი კრიტიკა იმის გამო, რომ არ იღებდნენ ყველა ზომის მოდელებს.