მისურის უნივერსიტეტის სტუდენტებმა დაამტკიცეს, რომ პროტეინების შემცველი საუზმე – მოხდენილი სხეულის საწინდარია.
სპეციალისტებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც ოცი 18-დან 20 წლამდე ასაკში მყოფი ზედმეტწონიანი ქალი მონაწილეობდა. ისინი 3 ჯგუფად დაყვეს: მონაწილეები პირველი ჯგუფიდან არ საუზმობდნენ, მეორე ჯგუფის წევრები დილით ერბოკვერცხსა და ხორცს მიირთმევდნენ, ხოლო მესამე ჯგუფის წევრები – ფაფას. საშუალოდ საუზმეში 350 კალორია შედიოდა.
ექსპერიმენტის განმავლობაში ქალებს ტვინის მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას უღებდნენ იმისათვის, რომ იმ ზონების აქტივობას დაკვირვებოდნენ, რომლებიც შიმშილის გრძნობაზე არიან პასუხისმგებელნი.
შედეგად გაირკვა, რომ პროტეინების შემცველი საუზმე ქალებს დღის განმავლობაში ტკბილის ჭამის სურვილს უკარგავდა და მალევე ანაყრებდა. ეს აჩვენა MRT-ის შედეგებმაც.
სტატისტიკის თანახმად, ახალგაზრდების 60% აშშ-ში არ საუზმობს. ეს არასწორია, დილით საკვების მიღება ხომ დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე და სიმსუქნისკენ მიდრეკილების რისკს დაბლა სწევს. თუნდაც არ გქონდეთ ჩვევაში დილით ჭამა, მეცნიერები გირჩევენ ისაუზმოთ. ორგანიზმს მხოლოდ 3 დღე სჭირდება ადაპტირებისთვის.