"ცუდი გოგო ნამდვილად არ არის და სულ მარტო დადიოდა... მაგრამ, აი, გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც გაუღო გულის კარი" - ირაკლი კავსაძე ქალიშვილის, ირინკა კავსაძის შესახებ - Marao

"ცუდი გოგო ნამდვილად არ არის და სულ მარტო დადიოდა... მაგრამ, აი, გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც გაუღო გულის კარი" - ირაკლი კავსაძე ქალიშვილის, ირინკა კავსაძის შესახებ

2024-10-15 14:07:24+04:00

ირინკა კავსაძის გვარი, ალბათ, უკვე ბევრს ამბობს. ის ცნობილი ბაბუის, კახი კავსაძისა და ასევე ქართული კინოს ლეგენდის, უმშვენიერესი ბელა მირიანაშვილის შვილიშვილია. კავსაძეების ოჯახის ხელოვნების სფეროსთან სიახლოვე ამ დიდი არტისტების გამო გასაკვირი არ არის და გამონაკლისი არც ირინკაა. ირინკას პროფესიულ არჩევანსა და ცხოვრებაზე მისი მამიდა, ნანუკა ხუსკივაძე საუბრობდა: 

  • ულამაზესი ქორწილი, ცნობილი ოჯახი და წარმატებული კარიერა - ყველაფერი კახი კავსაძის შვილიშვილის, ირინკა კავსაძის შესახებ 

"ირინ­კა მსა­ხი­ო­ბე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ხში­რად ხდე­ბა, რომ ასეთ ოჯახ­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ას ირ­ჩე­ვენ. მარ­თლაც გან­სხვა­ვე­ბულ ატ­მოს­ფე­რო­ში გა­ი­ზარ­და. გარ­და ამი­სა, მის შემ­თხვე­ვა­ში არის გე­ნე­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რიც, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და რაც რე­ა­ლუ­რად მარ­თლაც არ­სე­ბობს. ამ ბავ­შვში სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ფეს­ვე­ბი შო­რი­დან მო­დის. მისი პა­პის მამა გე­ნი­ა­ლუ­რი ქარ­თვე­ლი ლოტ­ბა­რი სან­დრო კავ­სა­ძე გახ­ლდათ. და­თაშ­კა კავ­სა­ძე (ასე­ვე ლოტ­ბა­რი) კი - პა­პის მამა. კა­ხი­ზე არა­ფერს ვამ­ბობ, ბე­ბი­ის, ბელა მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლის მხრი­დან ფეს­ვებ­ზე - ბე­ლას მამა ქუ­თა­ი­სის ლადო მეს­ხიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო.

მოკ­ლედ, ირინ­კას გე­ნე­ტი­კა არ­ტის­ტუ­ლი ბუ­ნე­ბით დახუნძლულია, მაგ­რამ მას არა მხო­ლოდ გე­ნე­ტი­კუ­რად აქვს ეს ყვე­ლა­ფე­რი, თვი­თონ პი­როვ­ნუ­ლად არის სა­ოც­რად მო­სიყ­ვა­რუ­ლე, მშრო­მე­ლი და ნი­ჭი­ე­რი გო­გო­ნა. ხან­და­ხან გვა­ო­ცებს იმით, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნე­ბის მო­სიყ­ვა­რუ­ლეა. არა­ნორ­მა­ლუ­რად უყ­ვარს თა­ვი­სი არ­ჩე­უ­ლი გზა, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. კარ­გია, რომ ასე გა­მოს­დის ეს. ამას­თან, სა­შინ­ლად შრო­მის­მოყ­ვა­რეა", - ასე ახასიათებდა ნანუკა ხუსკივაძე ირინკა კავსაძეს. 

ირინკა 10 წლის იყო, როდესაც მშობლებთან ერთად დატოვა საქართველო. მამა, ირაკლი კავსაძეც, მსახიობია. სკოლის დამთავრების შემდეგ ირინკამ "სინეტიკის თეატრში" დაიწყო თამაში, იქ, სადაც მამამისი - ირაკლი კავსაძე მუშაობს. ამავე თეატრში ჯერ კიდევ 10 წლისამ სწორედ მამასთან ერთად ითამაშა სპექტაკლში - "სტუმარ-მასპინძელი".

  • "მე ბედნიერი კაცი ვიყავი – მქონდა სიყვარული და დიდი პასუხისმგებლობა. ჩემ გვერდით დიდებული ქალი იყო“ - კახი კავსაძის და ბელა მირიანაშვილის სიყვარულის ისტორია 

2018 წელს ირინკა მთელმა საქართველომ გაიცნო, როდესაც ამერიკიდან სპეციალურად ჩამოვიდა და პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობდა. ირინიკას მეწყვილე მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილი იყო. წყვილმა ვერ გაიმარჯვა, მაგრამ ფინალში გავიდნენ და საპრიზო მეორე ადგილს დასჯერდნენ. 

ირინკა კავსაძე და გიორგი ტაბიძე

ცოტა ხნის წინ ირინკა კავსაძემ მსახიობ გიორგი ტაბიძესთან ერთად გადაღებული კადრები გამოაქვეყნა. მოგვიანებით კი ირინკას რჩეულმა ხელი სთხოვა. 2024 წლის 31 აგვისტოს გიორგისა და ირინკას ქორწილი გაიმართა. ორწლიანი სიყვარულის ისტორია წყვილმა ქაშვეთის ეკლესიაში ჯვრისწერითა და კახეთში ქორწილით დააგვირგვინა. 

გიორგი ტაბიძემ და ირინკა კავსაძემ სტუმრებს ისტორიულ სოფელ მანავში, გიუაანის მეღვინეობაში უმასპინძლეს. ქორწილი ღია ცის ქვეშ შედგა, ულამაზეს გარემოში გადაღებული კადრები კი სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

შვილთან ურთიერთობისა და მისი დაოჯახების შესახებ ირაკლი კავსაძემაც ისაუბრა. ის აღნიშნავს, რომ ირინკა პირად ურთიერთობებს ყოველთვის სერიოზულად უდგებოდა:

  • სპექტაკლებიდან მოხსნეს, 23 წელი ავადმყოფობასთან ბრძოლაში გაატარა - ბელა მირიანაშვილის ერთი ამბავი 

"როცა ირინკა საქართველოსკენ წამოვიდა, უფრო აქეთ იყო, მაგ პერიოდში გაიცნეს ერთმანეთი. მერე მეც გამიმხილა. გამიხარდა. ირინკა უკვე იმ ასაკში შევიდა, რომ ეს აუცილებელი იყო.

ირინკა ძალიან გაწონასწორებული იყო ამ საკითხში. ცუდი გოგო ნამდვილად არ არის და სულ მარტო დადიოდა. ჩემთვისაც მიკვირდა ხოლმე, ვფიქრობდი, რამე ხომ არ აწუხებს, ან რამე ხომ არ ჰქონდა თავში ჩადებული, რომ, აი, მე არავისთან არ ვიურთიერთებ. ასეთებიც ხდება, მაგრამ, აი, გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც გაუღო გულის კარი. არაჩვეულებრივი წყვილია, ძალიან კარგი ადამიანი შეხვდა მას ცხოვრებაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“ - ამბობს ირაკლი კავსაძე.