მსოფლიოში ცნობილი ბრენდის პირველი მაღაზია 1977 წელს სან-ფრანცისკოს გარეუბანში გაიხსნა. მისი დამფუძნებელი სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული როი რაიმონდია. მას შემდეგ ბრენდმა მთელი მსოფლიო მოიარა და არა მხოლოდ გამორჩეული თეთრეულით გახდა ცნობილი, არამედ ჩვენებებით, რომლებიც ნამდვილ დღესასწაულად იქცეოდა. ამ შოუებში ყოველთვის განსაკუთრებული მოდელები იღებდნენ მონაწილეობას და მათ ამის გამო Victoria's Secret-ის "ანგელოზებს" უწოდებენ.
რამდენიმე საათის წინ დასრულდა შოუს 2024 წლის ჩვენება, რომელშიც არაერთი გამორჩეული მოდელი მონაწილეობდა, მათ შორის, ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი.
ბელა ჰადიდი
ადრიანა ლიმა
ჯიჯი ჰადიდი
კარლა ბრუნი
ალესანდრა ამბროსიო
მაიოვა ნიკოლასი
ევა ჰერციგოვა
ჯოან სმოლსი
ტაირა ბენქსი
ვალენტინა სამპაიო
ბეჰატი პრინსლო
ირინა შეიკი
ქეით მოსი
დევინ გარსია
ანოკ იაი
იმან ჰამამი