"მადლობა ღმერთს, არიან ჩემი შვილების ცოლები მრავლად და აღმოჩნდა, რომ კარგები არიან" - ხათუნა ხოფერია ყოფილ რძლებთან ურთიერთობის შესახებ - Marao

"მადლობა ღმერთს, არიან ჩემი შვილების ცოლები მრავლად და აღმოჩნდა, რომ კარგები არიან" - ხათუნა ხოფერია ყოფილ რძლებთან ურთიერთობის შესახებ

2024-10-16 14:14:41+04:00

„მე თუ რძალს არ ვეყვარები, ჩემს შვილიშვილსაც არ ვეყვარები. თუ გვერდში არ დავუდგები, არც ჩემი შვილიშვილი დამიდგება გვერდით. ჩვენ უნდა გავცეთ და ვაჩვენოთ შვილებს ისეთი რამ, რაც მათ დაამახსოვრდებათ. პატიება უნდა იცოდნენ, სიყვარული. მადლობა ღმერთს, არიან ჩემი შვილების ცოლები მრავლად და აღმოჩნდა, რომ კარგები არიან, დიდი მადლობა მათ ასეთი დამოკიდებულებისთვის…“, - ამბობს ხათუნა ხოფერია „დღის პოსტის“ ეთერში.

ბექა ხოფერია

დღეს უკვე ბიზ­ნეს­მე­ნი ბექა ხო­ფე­რია წლე­ბის წინ, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ჯერ რო­გორც პო­ლი­ტი­კოს ხა­თუ­ნას ხო­ფე­რი­ას ვაჟი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, რო­გორც მომ­ღე­რალ თიკა ჯამ­ბუ­რი­ას მე­უღ­ლე, ისე გა­იც­ნო. თიკა და ბექა ჯერ კი­დევ სა­ერ­თო შვი­ლის, ნი­ნას და­ბა­დე­ბამ­დე და­შორ­დნენ ერ­თმა­ნეთს. ეს ამ­ბა­ვი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვი­თე­ლი პრე­სი­სა და გა­და­ცე­მე­ბის საყ­ვა­რე­ლი თემა იყო.

  • ბექა ხოფერია იტალიაში დაქორწინდა: თიკა ჯამბურია გრანდიოზული წვეულების კადრებს აქვეყნებს 

რამ­დე­ნი­მე წელ­ში ბექა ხო­ფე­რია მე­ო­რედ და­ქორ­წინ­და და მისი რჩე­უ­ლი ინა ოსი­პო­ვა გახ­და. ერ­თმა­ნე­თი მოს­კოვ­ში გა­იც­ნეს, მა­შინ ბექა ამ­ბობ­და, რომ იპო­ვა ის ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ეძებ­და. ინას და ბე­ქას ორი გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნათ, თუმ­ცა მე­დი­ა­ში ორი წლის წინ გაჩ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ერ­თმა­ნეთს ისი­ნიც და­შორ­დნენ.

ბექა ხო­ფე­რია დღეს უკვე ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნია. 2019 წელს სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "აპარტ დე­ვე­ლოპ­მენ­ტი“ და­ა­ფუძნა. რაც შე­ე­ხე­ბა სოფო ქურ­დი­ანს, ბექა ხოფერიას მესამე მეუღლეს, ის კომ­პა­ნია Showroom Georgia-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რია.

  • "ყოფილს მოგცემ შენ... მე შენი მარადიული დედამთილი ვარ“ - რას წერს ხათუნა ხოფერია თიკა ჯამბურიას ვიდეოზე 

ახალ­გაზ­რდა ბიზ­ნეს­მე­ნი Forbes Georgia-ს ოქ­ტომ­ბრის თვის ნომ­რის ყდა­ზეც მოხ­ვდა, გა­მო­ცე­მის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში კი ამ­ბობს, რომ მისი კომ­პა­ნი­ის ფი­ნან­სუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი მე­სა­მე კა­ტე­გო­რი­ას გას­ცდა და იმე­დოვ­ნებს, რომ მო­მა­ვალ წელს, უკვე მე­ო­რე კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს.