ქართველი ქალების საყვარელი Hermes-ის ჩანთა, რომლის საშუალო ფასი $20 000-ია - დალი ჩიტალაძე, შორენა ბეგაშვილი, ქეთა თოფურია და სხვები - Marao

ქართველი ქალების საყვარელი Hermes-ის ჩანთა, რომლის საშუალო ფასი $20 000-ია - დალი ჩიტალაძე, შორენა ბეგაშვილი, ქეთა თოფურია და სხვები

2024-10-16 14:27:02+04:00

Hermes-ის ჩან­თა და გან­სა­კუთ­რე­ბით, მისი ლე­გენ­და­რუ­ლი მო­დე­ლე­ბი, რო­გო­რი­ცაა Birkin და Kelly, მო­დის სამ­ყა­რო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი და სა­სურ­ვე­ლი აქ­სე­სუ­ა­რია. ბრენ­დი ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი დახ­ვე­წი­ლი დი­ზა­ი­ნით, უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის მა­სა­ლე­ბი­თა და ექ­სკლუ­ზი­უ­რო­ბით, რაც  Hermes-ის" მდიდ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის სიმ­ბო­ლოდ აქ­ცევს. Hermes-ის ჩან­თე­ბი არამ­ხო­ლოდ მო­დის ტენ­დენ­ცი­ე­ბის ნა­წი­ლია, არა­მედ ხში­რად ინ­ვეს­ტი­ცი­ა­დაც ით­ვლე­ბა, რად­გან დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მათი ღი­რე­ბუ­ლე­ბა მხო­ლოდ იზ­რდე­ბა.

 Hermes-ის ჩან­თე­ბი

Hermes-ის ჩან­თე­ბის ის­ტო­რია 1837 წლი­დან იწყე­ბა, რო­დე­საც ბრენ­დი თავ­და­პირ­ვე­ლად ცხე­ნის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას აწარ­მო­ებ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით "ჰერ­მეს­მა" გა­ფარ­თო­ე­ბა გა­და­წყვი­ტა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბის შექ­მნა და­ი­წყო. Birkin-ის მო­დე­ლი, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დია ბა­ზარ­ზე, 1980-იან წლებ­ში შე­იქ­მნა, რო­დე­საც ბრი­ტა­ნელ­მა მსა­ხი­ობ­მა ჯეინ ბირ­კინ­მა დი­ზა­ი­ნე­რის­გან ჩან­თის შექ­მნა მო­ი­თხო­ვა, რო­მე­ლიც ფუნ­ქცი­უ­რი და ამა­ვე დროს ელე­გან­ტუ­რი იქ­ნე­ბო­და.

  • "The most ICONIC bag" - იცით, როგორ შეიქმნა და რატომ ატარებს ეს მოდელი ჯეინ ბირკინის სახელს? 

 Hermes-ის ჩან­თე­ბის ფა­სე­ბი იც­ვლე­ბა მო­დე­ლი­სა და მა­სა­ლის მი­ხედ­ვით, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ჩან­თე­ბის ფასი იწყე­ბა რამ­დე­ნი­მე ათა­სი­დან და შე­იძ­ლე­ბა ასო­ბით ათას დო­ლარ­საც მი­აღ­წი­ოს, რაც მათ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სტა­ტუ­სის სიმ­ბო­ლოდ აქ­ცევს.

ყვე­ლა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მი მო­დე­ლია Herbag Zip, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 2 600 დო­ლა­რი ღირს. ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი კი Himalaya Birkin 30, რო­მე­ლიც ნი­ლო­სის თეთ­რი ნი­ან­გის ტყა­ვით მზად­დე­ბა და გა­ფორ­მე­ბუ­ლია ბრი­ლი­ან­ტე­ბი­თა და 18-კა­რა­ტი­ა­ნი თეთ­რი ოქ­როს ელე­მენ­ტე­ბით. ამ ჩან­თის ფასი აუქ­ცი­ონ­ზე 380 000 დო­ლარ­საც აღ­წევს.

  • IT ჩანთები: რა არის, რა ღირს და რატომ ოცნებობს სამყაროში ყველა ქალი მასზე? 

მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან ვიქ­ტო­რია ბექ­ჰე­მი, კიმ კარ­და­ში­ა­ნი, რი­ა­ნა და მე­გან მარ­კლი, ხში­რად ატა­რე­ბენ  Hermes-ის ჩან­თებს, რაც მათ მო­დის ელი­ტის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად ხდის. სა­ქარ­თვე­ლო­შიც არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი ამა­ყობს  Hermes-ის ჩან­თით. მა­გა­ლი­თად, ცოტა ხნის წინ, რო­დე­საც შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილ­მა ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ჩანს, რო­გორ ყი­დუ­ლობს  Hermes-ის მა­ღა­ზი­ა­ში ჩან­თას, ამას მკი­თხვე­ლე­ბის მხრი­დან უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა.

წაიკითხეთ სრულად