ლეოპარდი შემოდგომის მთავარი ტრენდია - ვინ შემოიტანა იგი მოდაში და რა აკავშირებდა კრისტიან დიორთან - Marao

ლეოპარდი შემოდგომის მთავარი ტრენდია - ვინ შემოიტანა იგი მოდაში და რა აკავშირებდა კრისტიან დიორთან

2024-10-16 16:00:05+04:00

ჯერ კიდევ ბავშვობაში, ბაზრობაზე შემთხვევით შემხვედრმა მკითხავმა კრისტიან დიორს უთხრა , რომ ქალები დაეხმარებოდნენ მას სიმდიდრისა და დიდების მიღწევაში - ასეც მოხდა...

ლეოპარდის პრინტი

ერთ-ერთი იმ ქალთაგანი აღმოჩნდა მიცა ბრიკარი. იდუმალი ქალი, რომლის შესახებაც მთელი პარიზი ჭორაობდა, მაგრამ სინამდვილეში არავინ არაფერი იცოდა. Monsieur Dior-ისთვის ის იყო ერთგული მეგობარი, საიმედო შემოქმედებითი თანამშრომელი და მკაცრი, მაგრამ სამართლიანი კრიტიკოსი. ერთი სიტყვით - მუზა. ქალი, რომელმაც გავლენა მოახდინა დიორის სახლის მემკვიდრეობაზე - და მოდაში შემოიტანა ლეოპარდის პრინტი.

  • ფოტოები: Victoria's Secret-ის მთავარი ანგელოზები და ყველაზე განსხვავებული შოუ 
  • კოკო შანელის აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები 

ფორმალურად, ის მუშაობდა Dior-ში, როგორც აქსესუარების დიზაინერი, მაგრამ სინამდვილეში თავად დიორის მარჯვენა ხელი იყო. იგი აწყობდა სალონების ჩვენებებს, აძლევდა რჩევებს ქსოვილების არჩევის შესახებ და ზედამხედველობდა მკერავებისა და მჭრელების მუშაობას. 

მიცას სტილში სამი მუდმივი ნივთი იყო: ქუდი (ჩვეულებრივ ტურბანები ), აბრეშუმის შარფი მაჯაზე და ლეოპარდის პრინტი. 50-იან წლებში ცხოველური ფერები კვლავ შოკისმომგვრელ და საკამათოდ ითვლებოდა.