რატომ აკრიტიკებენ ქენდის სვეინპოლს: მოდელის გამოჩენას Victoria's Secret- ის შოუში დიდი გამოხმაურება მოჰყვა - Marao

რატომ აკრიტიკებენ ქენდის სვეინპოლს: მოდელის გამოჩენას Victoria's Secret- ის შოუში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

2024-10-16 17:44:51+04:00

კენდის სვეინპოლი სამშაბათს, ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, Victoria's Secret-ის შოუს დაუბრუნდა. სამხრეთ აფრიკელი ლამაზმანი 2010 წელს გახდა Victoria's Secret- ის "ანგელოზი".

თუმცა შოუს შემდეგ მოდელს სოციალურ ქსელში აკრიტიკებენ: ბევრი აღნიშნავს, რომ ქენდისი გარეგნულად ძალიან შეიცვალა და მოდელ პლასტიკურ ქირურგიაშიც ადანაშაულებენ:

ქენდის სვეინპოლი 

სამხრეთ აფრიკელი მოდელი და ქველმოქმედი. იგი „ვიქტორია სიქრეტი”-ს  ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი „ანგელოზი” და პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მოდელია.

კარიერა

სამოდელო კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც სამოდელო აგენტმა ქალაქ დურბანში, ძველმანების ბაზრობაზე აღმოაჩინა. ორი წლის შემდეგ ქენდისი ნიუ -იორკში გაემგზავრა.

2007 წელს ქენდის სვეინპოლი „ვიქტორიას სეკრეტის” მოდელი გახდა და მას შემდეგ იღებს მონაწილეობას ბრენდის სახელით ორგანიზებულ ყველა შოუში, გადაღებებსა და სარეკლამო კამპანიებში. „ანგელოზის” სტატუსი ქენდისმა ოფიციალურად 2010 წელს მიიღო.

  • ლეოპარდი შემოდგომის მთავარი ტრენდია - ვინ შემოიტანა იგი მოდაში და რა აკავშირებდა კრისტიან დიორთან 
  • ფოტოები: Victoria's Secret-ის მთავარი ანგელოზები და ყველაზე განსხვავებული შოუ 

16 წლის ასაკში ქენდის სვეინპოლი დღეში ჰონორარის სახით 4 600 გირვანქა სტერლინგს იღებდა.

2012-2013 წლების Forbes– ის მონაცემებით, იგი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელებს შორის მეათე პოზიციაზე იმყოფებოდა. ჟურნალის ცნობით, მისი წლიური შემოსავალი 3 მილიონი დოლარი იყო. მომდევნო წლებში ჟურნალ Forbes– ის    მონაცემებით, ის კვლავ მე -10 ადგილს იკავებდა მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების ჩამონათვალში. მოდელის შემოსავალი  წელიწადში 5 მილიონ დოლარს შეადგენდა.