„მამა, დავით კვირიკაძე, ამერიკაში ცხოვრობდა, იქ თვითონ ჩამიყვანა. მერე ისე მოხდა, რომ თვითონ თბილისში ჩამოვიდა და მე დავრჩი. თავიდან, რა თქმა უნდა, რთული იყო. არ ვიყავი იმისთვის მზად. დამოუკიდებლობას ნაკლებად ვიყავი შეჩვეული. ყოველთვის გარშემო მყავდა ადამიანები, რომლებიც ზედმეტად ზრუნავდნენ ჩემზე და აკეთებდნენ იმას, რაც ალბათ მე უნდა გამეკეთებინა... ნიუ-იორკში ჩასვლა თავიდან შოკი აღმოჩნდა. აღმოჩნდა, რომ ნებისყოფა მაქვს, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ამაში ბევრი ადამიანი მომეხმარა. პირველ რიგში, ჩემი ცოლი, ელენე მახარაშვილი რომ არ ჩამოსულიყო და არ დაწყებულიყო ჩვენი თანაცხოვრება, არ ვიცი, რა მოხდებოდა. ელენეს ჩამოსვლის შემდეგ მარტო აღარ ვიყავი. ოჯახმა ერთად "გავქაჩეთ“, - ასე ამბობდა ირაკლი კვირიკაძე 2023 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში. ერთი წლის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ირაკლისა და ელენეს ოჯახი დაინგრა და ახლა ისინი ცხოვრებას ცალ-ცალკე აგრძელებენ.
ირაკლია კვირიკაძე თავადაც წარმატებული მსახიობია, თუმცა მასზე საუბრისას შეუძლებელია, არ ვახსენოთ მისი ოჯახი - ირაკლი არქიტექტორ კახა ქორიძის უფროსი შვილიშვილი. კახა ქორიძეც ახალგაზრდობაში რეჟისორების სამიზნე იყო - ქართულმა კინომ მისი სახე "ღიმილის ბიჭებში" აღბეჭდა. მსახიობის დედა ასევე ცნობილი მსახიობი ნინო ქორიძეა, მამა კი - დავით ქორიძე. ირაკლის ოჯახში კიდევ ერთი წარმატებული მსახიობი მისი მამინაცვალი, თორნიკე გოგრიჭიანია.
ირაკლი კვირიკაძე, მონაწილეობა არაერთ წარმატებულ პროექტში, მათ შორის, Netflix-ის ფილმ Extraction-ში მიიღო მონაწილეობა. ქართველმა მაყურებელმა კი რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის "მძევლების"საშუალებით გაიცნო. ბოლო დროს ირაკლი ასევე პოპულარულ სერიალ „ცვალებად ნიშნებშიც“ გამოჩნდა.
ელენე მახარაშვილი ერთ-ერთი პირველი ქართველი მოდელია მათ შორის, ვინც საერთაშორისო წარმატება მოიპოვა. კარიერა თბილისში, ნინო ცქიტიშვილის მიერ დაარსებულ სააგენტო Look Models-ში დაიწყო. მალე აზიის ქვეყნებში გაემგზავრა, შემდეგ Look Models-მა ელენეს პორტფოლიო ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სააგენტო IMG-ს წარუდგინა და სამუშაოდ პარიზში, შემდეგ კი - მილანში წავიდა. ასევე ნიუ-იორკში, სააგენტო Next Models-ის კონტრაქტორია.
სამოდელო ინდუსტრიაში თავი გამორჩეული ვიზუალითა და მონაცემებით დაიმკვიდრა. პირველად ჟურნალ Le Figaro - ში დაიბეჭდა ჩემი ფოტო, რის გამოც ძალიან ბედნიერი ვიყავი. ძალიან დიდი კონკურენცია იყო, ბევრი მოდელი იღებდა კასტინგში მონაწილეობას. ვერც ვიფიქრებდი, მათგან მე თუ შემარჩევდნენ, მაგრამ საბედნიეროდ, ასე მოხდა. ამის შემდეგ კი იყო, „Vogue”, „Elle,” –ამბობდა მოდელი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ელენე წარმატებული სამოდელო კარიერის პარალელურად, მსახიობობითაცაა გატაცებული. მან 2024 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე ნომინირებულ ფილმში, Light Falls - „სინათლის დაცემა“ მთავარი როლი შეასრულა.
ირაკლი კვირიკაძემ და ელენე მახარაშვილმა 2018 წელს იქორწინეს . ისინი ამერიკაში ცხოვრობდნენ და ორივე აქტიურად ზრუნავდა კარიერულ განვითარებაზე. ირაკლი გასულ წელს ამერიკიდან საქართველოში „ცვალებადი ნიშნებისთვის“ დაბრუნდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ის მეუღლეს დაშორდა.
ელენე მახარაშვილი ცხოვრებას აშშ-ში აგრძელებს. როგორც ცნობილია, მან ახალი სიყვარული იპოვა - ელენეს რჩეული ბენდი Beach Fossils-ის ბასისტი ჯეკ დოილ სმიტია. ჯეკი ელენესთან ერთად გასულ ზაფხულს საქართველოშიც იმყოფებოდა.