„საოცარი თავგადასავლებით სავსე ვნებათაღელვა, სიყვარული და თანაცხოვრება დასრულდა" - ალექსანდრა პაიჭაძე და დავით კოდუა დაშორდნენ - Marao

„საოცარი თავგადასავლებით სავსე ვნებათაღელვა, სიყვარული და თანაცხოვრება დასრულდა" - ალექსანდრა პაიჭაძე და დავით კოდუა დაშორდნენ

2024-10-18 10:47:41+04:00

ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუას დაშორდა.

ამის შესახებ ალექსანდრა სოციალურ ქსელში წერს და კოდუას, ერთად გატარებული წლებისთვის, მადლობას უხდის.

„ბევრი ჭორის თავიდან აცილების მიზნით ვწერ ძვირფასებო. ჩვენ დავშორდით ოფიციალურად. მიჭირს, თუმცა დიდი მადლიერებით და სრულიად გაცნობიერებულად. საოცარი თავგადასავლებით სავსე ვნებათაღელვა, სიყვარული და თანაცხოვრება დასრულდა. ვრჩებით მეგობრებად სამუდამოდ და სულ ვიქნებით ერთმანეთის გულშემატკივრები.

მადლობა დათუჩა ყველაფრისთვის, სიყვარულისთვის, თავგანწირვისთვის, გაბედნიერებისთვის!

ყველაზე კეთილი ადამიანი ხარ ვისაც ვიცნობ და მინდა უბედნიერესი იყო სიცოცხლის ბოლომდე, რაც ჩვენ სამწუხაროდ აღარ გამოგვივა“, – წერს ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში.

  • "მე და დემეტრე მარტოც დავდივართ დასასვენებლად" - ალექსანდრა პაიჭაძე დედობასა და შვილთან ურთიერთობაზე 
  • "ბედნიერი ქალი ნიშნავს ბედნიერ თაობას" - ალექსანდრა პაიჭაძის ფოტოები დავით კოდუასა და პატარა ვიქტორიასთან ერთად 

ალექსანდრა პაიჭაძე და დავით კოდუა

 ალექსანდრა პაიჭაძისა და დავით კოდუას ურთიერთობა დიდი ხნის მანძილზე უამრავ კითხვის ნიშანს აჩენდა. თავდაპირველად, ალექსანდრა აქტიურად საუბრობდა, რომ შეყვარებული იყო, თუმცა საყვარელი მამაკაცის ვინაობას არ ამხელდა. მოგვიანებით კი, როცა ცნობილი გახდა მისი და კოდუას რომანის შესახებ, იწერებოდა, რომ კოდუა ოფიციალურ ქორწინებაში ჯერ კიდევ იმყოფებოდა მეუღლესთან, ნა­თია გე­დე­ვა­ნიშ­ვილ­თან. 

გასულ წელს კოდუამ ნათია გედევანიშვილთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ევროპაში იმოგზაურა, კადრები სოციალურ ქსელშიც გავრცელდა, რასაც მისი დედის კომენტარიც მოჰყვა: "ოჯა­ხი არა­სო­დეს მი­უ­ტო­ვე­ბია. ის ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი მე­უღ­ლე იყო და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ახ­ლაც არის. შვი­ლებს ხომ გა­და­ყო­ლი­ლია. მე მა­ინ­ტე­რე­სებს ჩემი ოჯა­ხი, არ მა­ინ­ტე­რე­სებს იმის გა­რეთ რა ხდე­ბა", - ამბობდა კოდუას დედა, ლაურა ღაჭავა.