"ბებიები ლეას ჭკუაზე" - მაკა ასათიანის ფოტოები უსაყვარლეს შვილიშვილთან ერთად - Marao

"ბებიები ლეას ჭკუაზე" - მაკა ასათიანის ფოტოები უსაყვარლეს შვილიშვილთან ერთად

2024-10-20 15:05:32+04:00

მაკა ასათიანის შვილიშვილს, ლეა ჟორდანიას, სოციალურ ქსელში უკვე კარგად იცნობენ. ხშირად აღნიშნავენ, რომ ის ძალიან ჰგავს ცნობილ ბებიას. ლეას ფოტოებს საკუთარ გვერდზე ხშირად აზიარებს მაკას რძალი, ნანიკო კლდიაშვილი. ამჯერადაც მაკა ასათიანი შვილიშვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს: "ბებიები ლეას ჭკუაზე", - წერს ის. 

  • შეცვლილი იმიჯი, იშვიათი კადრები და მაკა ასათიანის გამოჩენა საქველმოქმედო ღონისძიებაზე 

მაკა ასათიანის ოჯახი  

მაკა ასათიანის უფროსი ვაჟი კახი ჟორდანია და მისი რჩეული ნანიკო კლდიაშვილი 2017 წლის სექტემბერში დაქორწინდნენ. როგორც ცნობილია, ნანიკოს წარმატებული სამოდელო კარიერა აქვს და მას არაერთ მნიშვნელოვან ჩვენებაში მიუღია მონაწილეობა. გარდა ამისა, უძღვება ჯანსაღი ტკბილეულის წარმოების ბიზნესს. 

  • "აფხაზი პრინცესას" სიყვარულის ისტორია გრძელდება: მაკა ასათიანის დისშვილისა და ნიაზ დიასამიძის ვაჟის ფოტოები დიდ მოწონებას იმსახურებს 

წყვილს პირველი შვილი 2020 წლის 14 თებერვალს შეეძინა. ნანიკომ შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში იმშობიარა. ახალშობილს ლეა დაარქვეს. ლეა, ცნობილი ოჯახის მსგავსად, უკვე პოპულარული ბავშვია და მისი ფოტოები ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს.