გამორჩეული ოჯახის კიდევ ერთი უკვდავი სილამაზე - ეკატერინე ვაჩნაძე - Marao

გამორჩეული ოჯახის კიდევ ერთი უკვდავი სილამაზე - ეკატერინე ვაჩნაძე

2024-10-22 01:00:35+04:00

ეკატერინე ვაჩნაძე გახლდათ ორი რჩეული გვარის, ვაჩნაძისა და ანდრონიკაშვილის ჩამომავალი. მას საოცარი დამოკიდებულება გააჩნდა თავისი სამშობლოს მიმართ და 1991 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობა თავისი ცხოვრების უმთავრეს ჯილდოდ მიაჩნდა.

კარიერა

1943 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

  • "მისი ფერმკრთალი და სევდიანი სახე რაღაც იდუმალებით გიზიდავდა, განსაკუთრებით, თვალები გიპყრობდნენ - გულწრფელი, უშუალობის გამომხატველი დიდრონი, ფართო თვალები..." ლეგენდარული მსახიობის მძიმე ბედი და ტრაგიკული დასასრული 
  • "ღამის სამ საათზე გამეღვიძა და დედა გამახსენდა... მითხრა, მატარებელი არაა და ვერ წახვალო, მაგრამ მაინც წავედი, რადგან დედას დავპირდი' - როგორ იხსენებდა ელდარ შენგელაია დედას, ნატო ვაჩნაძეს და საბედისწერო რეისს, რომელსაც ქართული კინოს ლეგენდა ემსხვერპლა 

1943 წელს ჩაირიცხა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დასში. განსახიერებული აქვს 50-მდე სხვადასხვა სახის როლი: კაროჟნა („შემოდგომის აზნაურები“, დ. კლდიაშვილის მიხედვით), სონა (გ. წერეთლის „პირველი ნაბიჯი“), ლარისა (პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“), ვარა (ო. მამფორიას „მეტეხის ჩრდილში“), მაკრინე (მ. ელიოზიშვილის „ბებერი მეზურნეები“), ვარვარა კარპოვნა და კოკონა (კ. ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია“ და „ამბავი სიყვარულისა“), სონა (გ. ნახუცრიშვილის „ფიროსმანი“), თამარი (გ. ქელბაქიანის „ახალგაზრდა მასწავლებელი“) და სხვა. შესანიშნავად ასრულებდა უპირატესად სახასიათო როლებს. 

მერაბ გეგეჭკორი

ეკატერინეს მეუღლე ასევე მსახიობი მერაბ გეგეჭკორი იყო. 

მერაბ გეგეჭკორი დაიბადა 1919 წლის 23 აგვისტოს ქ. მარტვილში. 1940 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახ. თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და ჩაირიცხა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის დასში. შესრულებული აქვს 100–ზე მეტი როლი. სისტემატურად მონაწილეობდა რადიო და სატელევიზიო გადაცემებში, გამოდიოდა ესტრადაზე, გადაღებულია ფილმებშიც. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.