ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძე და მისი მეუღლე ნიკა კოჩაროვი, რომლებიც ცოტა ხნის წინ ულამაზესი გოგონას ალისას მშობლები გახდნენ, სოციალურ ქსელში ოჯახურ ფოტოებს გვიზიარებენ.
ლიკა ევგენიძის ცხოვრება
ევგენიძეების ოჯახს საზოგადოება უკვე წლებია, კარგად იცნობს. დათო ევგენიძემ მუსიკალური კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო და დღემდე იღებს მონაწილეობას სხვადასხვა პროექტში. მაყურებლისთვის საყვარელი ტელესახეა მისი ქალიშვილი ლიკა ევგენიძეც, რომელიც უმშვენიერესი ქართველი მსახიობის, კირა ანდრონიკაშვილის შვილიშვილია.
ლიკა ევგენიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილზე, ნიკა ალასანიაზე იყო დაქორწინებული. წყვილი წლების განმავლობაში ამერიკაში ცხოვრობდა და ორ შვილს ზრდიდა. ლიკა ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე გადაცემა „სხვა შუადღის“ თანაწამყვანი იყო, შემდეგ კი ისევ ამერიკაში ბრუნდებოდა. მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილები, ნიკოლოზი და გიორგი, საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როდესაც წარმატებულ და ლამაზ ქართველ ქალებზე იქორწინეს.
ნიკა ალასანიამ და ლიკა ევგენიძემ 2011 წელს იქორწინეს და ჯვარი თბილისში, მამადავითის ეკლესიაში დაიწერეს.
გრანდიოზული ქორწილი მთაწმინდის პარკში გადაიხადეს. პატარძლის ერთ-ერთი მეჯვარე ნინი ბადურაშვილი გახლდათ. ქორწილს ესწრებოდა მაშინდელი პირველი ლედი სანდრა რულოვსიც. რამდენიმეწლიანი ქორწინებისა და ორი შვილის დაბადების შემდეგ, 2017 წელს, ლიკა საქართველოში დაბრუნდა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ლიკა ევგენიძეს ურთიერთობა მუსიკოს ნიკა კოჩაროვთან ჰქონდა. ლიკა და ნიკა უკვე წლებია, ერთად არიან. ალისა მათი პირველი საერთო შვილია.