ნინო სუხიშვილი - „საზოგადოება ივერიისას“ მიზნები ჩემს საქმიანობასთან სრულ თანხვედრაში მოდის, რადგან ორივე ეროვნულ საქმეს ვემსახურებით“ - Marao

ნინო სუხიშვილი - „საზოგადოება ივერიისას“ მიზნები ჩემს საქმიანობასთან სრულ თანხვედრაში მოდის, რადგან ორივე ეროვნულ საქმეს ვემსახურებით“

2024-10-22 16:05:22+04:00

1945 წელს ილი­კო სუ­ხიშ­ვილ­მა და ნინო რა­მიშ­ვილ­მა შექ­მნეს ოჯა­ხუ­რი წა­მო­წყე­ბა, რო­მე­ლიც დღეს ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლი და სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლია. ან­სამ­ბლმა პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტი 1945 წლის 11 ივ­ნისს გა­ი­მარ­თა, 1948 წელს კი - პირ­ვე­ლად გას­ცდა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ზღვრებს. 1970 წელს მას „აკა­დე­მი­უ­რის“ სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა. ქარ­თვე­ლი მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი რე­კორდს რე­კორ­დზე ამ­ყა­რებ­დნენ და გა­უ­გო­ნარ პრე­ცე­დენ­ტებს ქმნიდ­ნენ. სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი პირ­ვე­ლი და ამ დრომ­დე ერ­თა­დერ­თი ფოლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლია, რო­მე­ლიც ლა-სკა­ლა­ში წარ­დგა მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე. 1967 წელს მი­ლა­ნის ამ პრეს­ტი­ჟულ დარ­ბაზ­ში გა­მარ­თუ­ლი კონ­ცერ­ტი სხვა რა­მი­თა­ცაა გა­მორ­ჩე­უ­ლი — სუ­ხიშ­ვი­ლებ­მა ენ­რი­კო კა­რუ­ზოს რე­კორ­დი მოხ­სნეს, რად­გან კონ­ცერ­ტის შემ­დეგ სცე­ნა­ზე ფარ­და 14-ჯერ აი­წია.

ილი­კო სუ­ხიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით ქარ­თლი­დან იყო, თა­ო­ბი­დან თა­ო­ბამ­დე გა­და­ცე­მუ­ლი ცეკ­ვე­ბი და­ა­მუ­შა­ვა და დიდ სცე­ნა­ზე გა­ი­ტა­ნა. ნინო რა­მიშ­ვი­ლი მა­ნამ­დე კლა­სი­კურ ბა­ლეტს ცეკ­ვავ­და. ახალ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ ან­სამ­ბლში კი მათ სწო­რედ სა­კუ­თა­რი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა, ფოლკ­ლო­რუ­ლი ცეკ­ვი­სა და ბა­ლე­ტის ელე­მენ­ტე­ბი გა­ა­ერ­თი­ა­ნეს.

„სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი“ გახ­ლავთ ან­სამ­ბლი, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად სი­ახ­ლე­ებ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და სწო­რედ ეს გახ­ლდა მისი წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერთი სა­ი­დუმ­ლო. თუმ­ცა, ცეკ­ვა მხო­ლოდ ილე­თე­ბი არაა. სა­ნა­ხა­ო­ბის­თვის დიდი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა კოს­ტი­უ­მებს. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სუ­ხიშ­ვი­ლებ­ზე თავ­და­პირ­ვე­ლად სო­ლი­კო ვირ­სა­ლა­ძე ზრუ­ნავ­და, დღეს კი მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბა ნინო სუ­ხიშ­ვილს აბა­რია. ნინო თავ­და­პირ­ვე­ლად სო­ლი­კოს ასის­ტენ­ტიც იყო. ნა­ტუ­რა­ლუ­რი ქსო­ვი­ლე­ბი­თა და სხვა­დას­ხვა ტექ­ნი­კით — ქარ­გვით, ფერ­წე­რით, აპ­ლი­კა­ცი­ით, მე­ტა­ლი­თა და ძვირ­ფა­სი ქვე­ბით — გა­ფორ­მე­ბუ­ლი კოს­ტი­უ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბას უმალ იქ­ცე­ვენ.

ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი 2007 წლი­დან არის ან­სამ­ბლის დი­რექ­ტო­რი და გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი. მისი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და ყვე­ლას­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი პრო­ექ­ტი "რა­მიშ­ვი­ლე­ბი", რომ­ლის კოს­ტი­უ­მე­ბის შექ­მნა­შიც მან დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა. მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი გა­მო­ფე­ნი­ლია ევ­რო­პის არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში და კერ­ძო კო­ლექ­ცი­ო­ნე­რე­ბის კო­ლექ­ცი­ებ­საც ამ­შვე­ნებს. დღეს ის ძმას­თან, ილი­კო სუ­ხიშ­ვილ­თან ერ­თად წარ­მა­ტე­ბით აგ­რძე­ლებს და­სის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას.

ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი ან­სამ­ბლის პა­რა­ლე­ლუ­რად, აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ის გახ­ლავთ „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას“ ქტი­ტორ­თა სა­თათ­ბი­როს წევ­რი. რა საქ­მი­ა­ნო­ბას ახორ­ცი­ე­ლებს ნინო, რო­გორც „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას“ წევ­რი, თა­ვად მოგ­ვიყ­ვე­ბა.

-რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ ყო­ფი­ლი­ყა­ვით „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას“ ქტი­ტორ­თა სა­თათ­ბი­როს წევ­რი?

ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვი იყო, რო­დე­საც “სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას” ქტი­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს. სა­ხე­ლო­ვა­ნი და პა­ტივ­სა­ცე­მი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის გვერ­დით დგო­მა და მათ­თან ერ­თად საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თვა ჩემ­თვის ბევ­რს ნიშ­ნავ­და. „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სა“ დიდ ეროვ­ნულ საქ­მეს აკე­თებს. ჩვე­ნი პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი გახ­ლდათ მა­ხ­ა­თას მთა­ზე ივე­რი­ის ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მელ­შიც მთე­ლი ერი გა­ერ­თი­ან­და. ეს იყო ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი იმი­სა, რომ „როცა ერ­თად ვართ, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­დის ღვთის წყა­ლო­ბით“.

 

-რა­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქვეყ­ნის­თვის ის პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­საა“ ახორ­ცი­ე­ლებს?

„სა­ზო­გა­დო­ე­ბის ივე­რი­ი­სას“ ყვე­ლა პრო­ექ­ტი ქვეყ­ნის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ერთი მხრივ, ის ემ­სა­ხუ­რე­ბა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვას, მე­ო­რე მხრივ კი, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე მი­აქვს ინ­ფორ­მა­ცია, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს ყვე­ლა­ფე­რი. მისი მი­ზა­ნია, მოხ­დეს კე­თი­ლი საქ­მის გარ­შე­მო გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის შე­ნახ­ვა, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის დაც­ვა, ჩვე­ნი ერის სუ­ლი­ერ აღ­ზრდა­ზე ზრუნ­ვა. ამა­ში კი ჩარ­თუ­ლი არი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით სარ­გებ­ლო­ბენ.

-რო­გო­რია თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას“ მიზ­ნე­ბის თან­ხვედ­რა?

„სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას“ მიზ­ნე­ბი ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას­თან სრულ თან­ხვედ­რა­ში მო­დის, რად­გან ორი­ვე ეროვ­ნულ საქ­მეს ვემ­სა­ხუ­რე­ბით. მე თავს პატ­რი­ოტ ადა­მი­ა­ნად ვთვლი, ჩემი საქ­მე ქვეყ­ნის და ერის სამ­სა­ხურ­ში დგო­მაა. ზუს­ტად ასე­ვე ვა­ფა­სებ „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას“ საქ­მი­ა­ნო­ბას.

-„სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სა“ ჩა­ერ­თო გე­ლა­თის გა­დარ­ჩე­ნის საქ­მე­ში. რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს პრო­ექ­ტი?

გე­ლა­თის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გან­ძი და მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლია. მარ­თა­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რა­ვი სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი არ­სე­ბობს, მაგ­რამ თა­ვი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბით გე­ლათს ცოტა თუ შე­ედ­რე­ბა. მისი მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი დატ­ვირ­თვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­მორ­ჩე­ულ სა­სუ­ლი­ე­რო კე­რად იქცა.

აქ არის და­ცუ­ლი ქარ­თუ­ლი მო­ნუ­მენ­ტუ­რი მხატ­ვრო­ბის უამ­რა­ვი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ნი­მუ­ში, XII სა­უ­კუ­ნის მო­ზა­ი­კა კი - მსოფ­ლიო მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­დევ­რია. რო­დე­საც საქ­მე ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ბის ძეგ­ლე­ბის კონ­სერ­ვა­ცია-რეს­ტავ­რა­ცი­ას ეხე­ბა, სა­ჭი­როა მცოდ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის - კომ­პე­ტენ­ტუ­რი ჯგუ­ფე­ბის, რო­გორც ქარ­თვე­ლი, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა.

"საზოგადოება ივერიისას" პროექტებისთვის შემოწირულების გაღება შესაძლებელია სხვადასხვა ბანკის ანგარიშზე ნებისმიერი ოდენობის თანხის გადარიცხვით ან მითითებულ ნომერზე 0901777777 დარეკვით. ზარის ღირებულება 1 ლარია.

გიზიარებთ ანგარიშის ნომრებს:

  • სს „ლიბერთი ბანკი": LBRTGE22 ანგარიშის ნომერი: GE35LB0775555555555555
  • სს „საქართველოს ბანკი“: BAGAGE22 ანგარიშის ნომერი: GE35BG0000000555555555
  • სს „თი ბი სი ბანკი“: TBCBGE22 ანგარიშის ნომერი: GE96TB7005555555555555

iveriisa

R