არიან კინო-წყვილები, რომლებმაც ცნობილ ფილმებში შესრულებული როლებით წარუშლელი კვალი დატოვეს ჰოლივუდის ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ მათი საერთო ფილმების გამოსვლიდან წლები გავიდა, ფანებს ყოველთვის აღფრთოვანება და ნოსტალგია ეძალებათ მათი ერთად დანახვის დროს:
"WEST SIDE STORY" - მოგვითხრობს სასტიკი მეტოქეობისა და ახალგაზრდა სიყვარულის კლასიკურ ზღაპარს, რომელიც ვითარდება 1957 წელს ნიუ-იორკში.
"შიმშილის თამაშები" - 2012 წლის ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკური სათავგადასავლო ფილმი, გადაღებული რეჟისორ გერი როსის მიერ და დაფუძნებული სიუზენ კოლინზის ამავე სახელწოდების რომანზე
"ქარწაღებულნი" - ვიქტორ ფლემინგის მიერ 1939 წელს გადაღებული ამერიკული ფილმი. შექმნილია მარგარეტ მიჩელის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით
"ვარსკვლავური ომები“ - ეპიკური კოსმოსური ოპერის ჟანრის მედია-ფრენჩაიზი, შექმნილი ჯორჯ ლუკასის მიერ. მასში აღწერილია მოვლენები, რომლებიც მიმდინარეობს „უხსოვარ დროს, შორეულ გალაქტიკაში“. ფრენჩაიზი ჩამოყალიბდა 1977 წელს ფილმის „ვარსკვლავური ომები“ გამოშვებით. ფილმი მსოფლიო პოპულარული კულტურის ფენომენად იქცა
"ბინდი" - 2008 წლის ამერიკული რომანტიკული ფილმი. მისი რეჟისორია კეტრინ ჰარდვიკი. ფილმი ეფუძნება რომანს „ბინდი“, რომლის ავტორია სტეფანი მეიერი. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ კრისტენ სტიუარტი და რობერტ პეტინსონი. ფილმის სლოგანია „when you can live forever, what do you live for?“
"ბრიჯიტ ჯონსის დღიური" - რომატიკული სასიყვარულო ისტორიაა, რომელიც ჰელენ ფილდინგის ბესტსელერის მიხედვითაა შექმნილი. ქაოტური ბრიჯიტი ადვოკატს - მარკ დარსის შეხვდება და სულ მალე ის ბრიჯიტის არასრულყოფილ სამყაროში შეაბიჯებს...
"სიამაყე და ცრურწმენა" - მოქმედება ვიქტორიანულ ინგლისში ხდება. ხუთი დის გაწონასწორებული ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც მეზობლად ორი ახალგაზრდა ჯენტლმენი - მისტერ ბინგლი და მისტერ დარსი ჩამოდიან. ფილმი წარმოადგენს ჯეინ ოსტინის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციას..
"ჰარი პოტერი" - ჰარი პოტერი ერთი უცნაური თვისებების მქონე ობოლი ბიჭია, რომელიც დარსლების ოჯახთან, დეიდასთან და ბიძიასთან ერთად ცხოვრობს ქალაქ ლითლ უინგში, პრაივიტ დრაივის #4 სახლში. ყველაფერი ერთ ჩვეულებრივ დღეს დაიწყო, როდესაც ჰარიმ, რომელსაც დეიდას და ბიძიას გარდა არავინ ჰყავდა, წერილი მიიღო, თუმცა მისი წაკითხვა ვერ მოასწრო, რადგან ბიძიამ წაართვა. ამის შემდეგ სახლში წერილების ნამდვილი წვიმა წამოვიდა, რასაც დარსლები ჰარისთან ერთად ერთ მიყრუებულ კუნძულზე გაექცნენ. ეს სწორედ ჰარის მე-11 დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. ჰარის დაბადების დღეზე კი მასთან მივიდა ნახევრად გოლიათი ჰაგრიდი და უთხრა, რომ იგი ჯადოქარია. უამბო თავისი მშობლების გარდაცვალების ნამდვილ მიზეზზეც, ისინი კი თავისი დროის უდიდესმა ბოროტმა ჯადოქარმა, ლორდმა ვოლდემორმა დახოცა. მან ჰარის მოკვლაც სცადა, თუმცა უშედეგოდ. ჰარისთვის წერილი გამოგზავნილი იყო ჯადოქრობისა და მაგიის სკოლა ჰოგვორტსიდან. ამის შემდეგ ჰარი ჰოგვორტსში წავიდა სასწავლებლად და იქ ბევრი მეგობარი შეიძინა. ბიჭი მიხვდა, რომ ის თავის სამყაროში აღმოჩნდა, იქ მას ყველა იცნობდა და ყველა პატივს სცემდა, რადგან ის ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ბოროტ ძლევამოსილ ჯადოქარ, ვოლდემორს წინ გადაუდგა და დაამარცხა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის ჩვილი იყო. ჰარის ამ ამბიდან არაფერი ახსოვდა, თუმცა მის სხეულზე დარჩენილი ნაიარევი ამას ადასტურებდა. ის თუ რატომ სურდა ვოლდემორს ჰარის მოკვლა, ირკვევა წიგნის მეხუთე ნაწილში ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი. საბოლოოდ ჰარი შეძლებს ვოლდემორის დამარცხებას, ამას იგი თავის მეგობარ რონთან და ჰერმიონთან ერთად მოახერხებს. მათ შეძლეს და გაანადგურეს ვოლდემორის მიერ შექმნილი ჰორკრუქსები, სადაც მისი სულის ნაწილები იყო განთავსებული.
"მისტერ და მისის სმიტები" - ჯონ და ჯეინ სმიტებისთვის ქორწინება მოსაწყენი და ერთფეროვანი გახდა, თუმცა ცოლ-ქმარმა ჯერ არ იცის, რომ ორივე მათგანი ერთნაირ გასაიდუმლოებულ სამსახურშია: ისინი დაქირავებული მკვლელები არიან. ერთმანეთისთვის საქმიანობის დამალვა მათთვის სირთულეს არასდროს წარმოადგენდა, სანამ არ აღმოჩენდნენ, რომ ორივე მათგანის მორიგი დავალება ერთმანეთის მიზანში ამოღებაა. შეძლებენ თუ არა ისინი ამ მისიის შესრულებას?
"როცა ჰარი შეხვდა სალის" - რობ რეიმენის მიერ გადაღებული რომანტიკული კომედიაა, რომლის პრემიერაც 1989 წლის, 14 ივლისს შედგა. ფილმის სცენარი ნორა ეფრონს ეკუთვნის. მან მიიღო BAFTA საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის. ფილმში მთავარს როლებს, ბილი კრისტალი და მეგ რაიანი ასრულებენ.