ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია მეორე შვილს ელოდებიან. ამჯერად ლიზა კადრებს ახალი გადაღებიდან გვიზიარებს:
ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია
ლიზა ჩიჩუას ვინაობას ირაკლი მაქაცარია დიდი ხნის მანძილზე მალავდა. ის საჯაროდ ამბობდა, რომ შეყვარებული იყო, თუმცა ვისზე, ამას საიდუმლოდ ტოვებდა. ეს ინტერესს კიდევ უფრო ამძაფრებდა, საბოლოოდ კი, წყვილმა საჯაროდ გამოჩენა გადაწყვიტა და საყოველთაო ინტერესის ობიექტადაც იქცა.
ირაკლის ფართო საზოგადოება მანამდეც იცნობდა, ლიზა კი ახალ ვარსკვლავად იქცა. მალევე გაირკვა, რომ ის ცნობილი ექიმების, გიორგი ჩიჩუასა და ქეთი ასათიანის შვილია. ლიზას ჰყავს ერთი და, მაშო და ერთი ძმა - სანდრო.
ლიზა მშობლების გზას აგრძელებს და თავადაც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. ლიზამ არაერთხელ აღნიშნა, რომ ახერხებს, დედობა და სწავლა ერთმანეთს შეუთავსოს, ამაში კი მშობლები და დამხმარეც უწყობენ ხელს. ის ხშირად აზიარებს სიახლეებს საუნივერსიტეტო წარმატების შესახებ და, ამის პარალელურად, სოციალურ ქსელშიც აქტიურია და თანამშრომლობს არაერთ ცნობილ ბრენდთან.
ცოტა ხნის წინ ლიზამ ორსულობისა და დედობის საკუთარი გამოცდილება სხვა გოგონებსა და ქალებსაც გაუზიარა. ლიზა წერდა, რომ ორსულობისას მხოლოდ 6 კილოგრამი მოიმატა. ამ პერიოდში ის, რა თქმა უნდა, ითვალისწინებდა დედის, ენდოკრინოლოგ ქეთი ასათიანის რჩევებს, მაგრამ, როგორც თავად განმარტავს, ეს, უფრო მეტად, მეტაბოლიზმის შედეგია.
ლიზამ განმარტა ისიც, რომ დეპრესია არასდროს, არც შვილის გაჩენის შემდეგ არ ჰქონია და პოსტსამშობიარო პერიოდი ჰარმონიულად გაატარა.