ზღაპრული კადრი - ნინა და ანა: დედა-შვილის, ნინა ცქიტიშვილისა და ანა ნაცვლიშვილის შთამბეჭდავი ფოტოსესია - Marao

ზღაპრული კადრი - ნინა და ანა: დედა-შვილის, ნინა ცქიტიშვილისა და ანა ნაცვლიშვილის შთამბეჭდავი ფოტოსესია

2024-10-23 13:37:52+04:00

ყოფილი მოდელის, ნინო ცქიტიშვილისა და კალათბურთელ ვატო ნაცვლიშვილის წყვილი წლებია, რაც პოპულარობას ინარჩუნებენ. ყოფილ მოდელს ახლა საკუთარი სამოდელო სააგენტო აქვს და უკვე არაერთ ცნობილ ქართველ მოდელს გაუკვალა გზა. სულ ცოტა ხნის წინ ნინა ცქიტიშვილი მისი სამოდელო სააგენტოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელის, მატილდა გვარლიანის Victoria`s Secret-ის შოუზე გამოსვლას დაესწრო, ექსკლუზიური კადრები კი სოციალურ ქსელში გაგვიზიარა.

  • ექსკლუზიური კადრები შოუდან - ნინა ცქიტიშვილი Victoria’s secret-ის შოუს ესწრებოდა 

ანა ნაცვლიშვილი

ვატო ნაცვლიშვილისა და ნინა ცქიტიშვილს 4 შვილი ჰყავთ. უფროსს, თაკო ნაცვლიშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. გუგა ნაცვლიშვილი მამის გზას გაჰყვა და ისიც კალათბურთელია. ამჟამად ის ამერიკაში ცხოვრობს. ყველაზე პატარა, ანდრია სკოლის მოსწავლეა, ანამ კი სკოლა წელს დაამთავრა და ახლა აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ბრენდის კამპანიებში. ანას მოდის სფეროში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

  • "ამომავალი ვარსკვლავი" - ანა ნაცვლიშვილის ოჯახი, ცხოვრების სტილი და შთამბეჭდავი ფოტოები 

როგორც ირკვევა, ანა შეყვარებულია და მისი რჩეული ცნობილი ოფთალმოლოგის, გიორგი ჩიჩუასა და ენდოკრინოლოგ ქეთი ასათიანის ვაჟი - სანდრო ჩიჩუაა. ანა და სანდრო გრძნობებს არ მალავენ და "ინსტაგრამზე" ხშირად აქვეყნებენ ერთად გადაღებულ ფოტოებს.

ამჯერად ყურადღებას დედა-შვილის, ანა ნაცვლიშვილისა და ნინა ცქიტიშვილის შთამბეჭდავი ფოტოსესია იპყრობს. ისინი ჟურნალი "სითის" ოქტომბრის თვის ყდაზე არიან: "ოქტომბრის ყდის მთავარი ისტორია , რომელსაც ნინო ცქიტიშვილი და ანა ნაცვლიშვილი გვიყვებიან. ეს მათი პირველი ყდაა".