„18 წლის იუბილეს გილოცავ ჩემო სილამაზევ" - ანა ნაცვლიშვილი იუბილარია - Marao

„18 წლის იუბილეს გილოცავ, ჩემო სილამაზევ" - ანა ნაცვლიშვილი იუბილარია

2024-10-24 09:39:06+04:00

ნინო ცქიტიშვილის შვილი, ანა ნაცვლიშვილი იუბილარია.

დედა ულამაზეს ანას დაბადების დღეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებით და ემოციური პოსტით ულოცავს:

„18 წლის იუბილეს გილოცავ ჩემო სილამაზევ….დედას ძალიან უყვარხარ და ენატრები“, – წერს ნინო ცქიტიშვილი.

  • ექსკლუზიური კადრები შოუდან - ნინა ცქიტიშვილი Victoria’s secret-ის შოუს ესწრებოდა 
  • ზღაპრული კადრი - ნინა და ანა: დედა-შვილის, ნინა ცქიტიშვილისა და ანა ნაცვლიშვილის შთამბეჭდავი ფოტოსესია 

ანა ნაცვლიშვილი

ვატო ნაცვლიშვილისა და ნინა ცქიტიშვილს 4 შვილი ჰყავთ. უფროსს, თაკო ნაცვლიშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. გუგა ნაცვლიშვილი მამის გზას გაჰყვა და ისიც კალათბურთელია. ამჟამად ის ამერიკაში ცხოვრობს. ყველაზე პატარა, ანდრია სკოლის მოსწავლეა, ანამ კი სკოლა წელს დაამთავრა და ახლა აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ბრენდის კამპანიებში. ანას მოდის სფეროში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

როგორც ირკვევა, ანა შეყვარებულია და მისი რჩეული ცნობილი ოფთალმოლოგის, გიორგი ჩიჩუასა და ენდოკრინოლოგ ქეთი ასათიანის ვაჟი - სანდრო ჩიჩუაა. ანა და სანდრო გრძნობებს არ მალავენ და "ინსტაგრამზე" ხშირად აქვეყნებენ ერთად გადაღებულ ფოტოებს.