„ცხოვრებაში და პირად ცხოვრებაში სირთულეები ყოველთვის იქნება, თუმცა ფაქტია, რომ მას მეუღლესთან ერთად 10 წელია, რაც ვუმკლავდები" - თინა ბოკუჩავა - Marao

„ცხოვრებაში და პირად ცხოვრებაში სირთულეები ყოველთვის იქნება, თუმცა ფაქტია, რომ მას მეუღლესთან ერთად 10 წელია, რაც ვუმკლავდები" - თინა ბოკუჩავა

2024-10-24 09:52:35+04:00

პოლიტიკოსი თინა ბოკუჩავა ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის სტუმარია, სადაც საკუთარი ცხოვრების შესახებ რამდენიმე კითხვას პასუხობს.

როგორც თინა აღნიშნავს, მან სიყვარულისთვის შეუძლებელი შეძლო, როდესაც ტყუპები გააჩინა.

„ცხოვრებაში და პირად ცხოვრებაში სირთულეები ყოველთვის იქნება, თუმცა ფაქტია, რომ მას მეუღლესთან ერთად 10 წელია, რაც ვუმკლავდები. არასდროს მქონია მომენტი, როდესაც ჩემს მშობლებს რაიმე პრინციპები დაუთმიათ. ისინი ჩემთვის ყველაფერს აკეთებდნენ და ამის მადლობელი ვარ“, – ამბობს თინა ბოკუჩავა.

  • „ჩემი ვარსკვლავებით გილოცავთ! ბედნიერი წელი!" - თინა ბოკუჩავა შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს 
  • ბოკუჩავა-იოსელიანის ოჯახი - თინა ბოკუჩავას მდიდარი მემკვიდრეობა, ცნობილი ქმარი და სამი შვილი 

თინა ბოკუჩავა

პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტმა თი­ნა­თინ ბო­კუ­ჩა­ვამ გა­ნათ­ლე­ბა უცხო­ეთ­ში მი­ი­ღო - 2009 წელს და­ამ­თავ­რა ფლე­თჩე­რის დიპ­ლო­მა­ტი­ი­სა და სა­მარ­თლის სკო­ლა, დიპ­ლო­მა­ტი­ი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის სპე­ცი­ა­ლო­ბით. შემ­დეგ სწავ­ლობ­და შტა­ტებ­ში სმი­ტის კო­ლე­ჯში, პო­ლი­ტი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბით.

სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ 2011 წელს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის პოს­ტი და­ი­კა­ვა. 2012 წლამ­დე კი მუ­შა­ობ­და სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის გე­ნე­რა­ლუ­რი აუ­დი­ტო­რის მო­ად­გი­ლედ.

დე­პუ­ტატ­მა ბო­ლოს ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია 2023 წლის ზა­ფხულ­ში შე­ავ­სო. ჰყავს მე­უღ­ლე კონ­სტან­ტი­ნე იო­სე­ლი­ა­ნი და სამი ვაჟი, ნიკო, სან­დრო და ლუკა.