"უსაყვარლესი" - დათო ხუჯაძე შვილის, თემიკო ხუჯაძის ფოტოს გვიზიარებს - Marao

"უსაყვარლესი" - დათო ხუჯაძე შვილის, თემიკო ხუჯაძის ფოტოს გვიზიარებს

2024-10-24 10:10:16+04:00

დათო ხუჯაძე თავისი უსაყვარლესი მესამე შვილის, თემიკო ხუჯაძის ფოტოს გვიზიარებს.

უსაყვარლესმა ფოტომ მალევე დააგროვა თბილი კომენტარები და მოწონებები: „რა საყვარელი დათუნიაა…“, წერენ კომენტარებში.

  • დათო ხუჯაძე მესამე შვილის მამა გახდა - რა დაარქვეს პატარას და ვინ არის მომღერლის მესამე მეუღლე 
  • "როგორ ჰგავს მამას" - დათო ხუჯაძე ქალიშვილის ფოტოს აქვეყნებს 

დათო ხუჯაძე 

დათო ხუჯაძე 1975 წელს თბილისში დაიბადა, მუსიკალური კარიერა კი ბავშვობიდან დაიწყო. სტუდენტობისას შექმნა ჯგუფი "ფლეში", მოგვიანებით კი ჯგუფის "სახე" წევრი გახდა და დიდი პოპულარობაც მოიპოვა. 2000-იანი წლების დასაწყისში მან სოლო-კარიერა დაიწყო. მისი სიმღერის "მახინჯი ვარ“ კლიპი 2005 წლის საუკეთესო ვიდეორგოლად დაასახელეს. მომდევნო წლებში კი მან კარიერა რუსეთში გააგრძელა. 

დათო ხუჯაძის ოჯახი

 დათო ხუჯაძე პირველად ნათია ონიანზე იყო დაქორწინებული. მათ ერთი საერთო შვილი მელანო შეეძინათ, თუმცა მათი ოჯახი მალევე დაინგრა. მუსიკოსმა მეორედ ეკა დალაქიშვილზე იქორწინა. წყვილმა ულამაზესი ქორწილი გადაიხადა. დათოს და ეკას ერთი ქალიშვილი, ილა შეეძინათ. 

"გარდა იმისა, რომ ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, მეორე შვილის დაბადებამ ახალი აზრი მისცა ჩემს ცხოვრებას. საერთოდ, ვთვლი, რომ რაც უფრო მეტი შვილი გეყოლება, მით უკეთესია. მეც არ ვაპირებ ამაზე გაჩერებას. ბავშვების მაღაზიას გულგრილად ვერ ჩავუვლი. აუცილებლად შევალ და რამეს მაინც ვუყიდი. თუ საზღვარგარეთ ვარ, უფრო გამძაფრებული ინტერესი მაქვს საბავშვო მაღაზიების მიმართ. მიყვარს, როდესაც ჩემი გოგონასთვის ლამაზ კაბებს ვყიდულობ" - აღნიშნავda დათო ხუჯაძე.

დათოსა და ეკას ქორწინება მალე დასრულდა. მომღერალმა კი მესამედ თაკო თუხაშვილზე იქორწინა.