რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენი მაკა ასათიანის კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი“ ყულევის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას აშენებს. ახალმა ქარხანამ საქართველოში სხვადასხვა დასახელების საწვავი უნდა აწარმოოს და ის გლობალურ ბაზრებზე უნდა გაყიდოს. პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრნენ. „ბლექ სი პეტროლიუმის“ დამფუძნებლმა, მაკა ასათიანმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მათი ტერმინალი პროდუქციის ექსპორტს 2025 წლის გაზაფხულზე დაიწყებს. აღსანიშნავია, რომ მაკა ღონისძიებას შვილებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ესწრებოდა.
იმის გათვალისწინებით, რომ მაკა ასათიანი საზოგადოებაში და მედიასთან თითქმის არასდროს ჩნდება, მისი გამოსვლა რეზონანსული აღმოჩნდა. ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობასა და არჩევნების მოახლოებასთან ერთად კი ეს ამბავი განხილვის საგნას იქცა.
მაკა ასათიანის პოლიტიკოსებთან ერთად გამოჩენას არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა: "საინტერესო რამ გამოიკვეთა, მაკა ასათიანს ვერავინ უბედავს რამის თქმას, დაბულინგებას, ჭკუის სწავლებას და ა.შ ფოტო ილუსტრაციისთვის, მიყვარხართ“, – დაწერა ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ. მის პოსტს არაერთი ცნობილი ადამიანიც გამოეხმაურა, მათ შორის:
- მომღერალი ნატალია ქუთათელაძე: "უკეთილშობილესი ადამიანია. სიკეთის მეტი არაფერი უკეთებია მთელი ცხოვრება!:
- ჟურნალისტი ნინო დარასელი: "იმიტომ არ "აბულინგებენ", რომ მსგავსს არასდროს დაწერდა".
- ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე: "მიყვარს, ბაბლი შერჩევითი სამართლის დოქტორად რომ გვევლინება".
- ჟურნალისტი ვიკა ბუკია: "ნუ, ამ პოსტის მერე დააბულინგებენ. რას ერჩოდი".
- ჟურნალისტი ნინი კაკაბაძე: "შენც არავინ გაბულუნგებს, ნანიკო, დღემდე რომ იმედზე მუშაობ, შეამჩნიე?"