სპორტსმენი ცოლი, ერთი შვილი და ბრწყინვალე კარიერა: როგორია მორაგბე სოსო მათიაშვილის ცხოვრება - Marao

სპორტსმენი ცოლი, ერთი შვილი და ბრწყინვალე კარიერა: როგორია მორაგბე სოსო მათიაშვილის ცხოვრება

2024-10-24 14:01:15+04:00

სოსო მათიაშვილი ქართული სპორტის გულშემატკივრებისთვის ნაცნობი სახეა. ის მორაგბეა და და საქართველოს ნაკრებთან ერთად არაერთი წარმატების ავტორიცაა. დღეს მასზე ბევრს საუბრობენ, რადგან, როგორც აღმოჩნდა, პარტია "ქართული ოცნების" სააღცევნო კლიპს ფონად მისი ხმაც გასდევს. ამ ფაქტის შესახებ სპორტსმენმა ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა: 

"ამ პოლიტიკურ რეკლამას"დასაწყისში, მოგეხსენებათ, ჩემი ხმა ადევს, რაზეც რამოდენიმე სიტყვის თქმა მინდა.

  • "გოგო ხარ, რაგბიზე რა გინდა?" - ქართველი დები სტერეოტიპების წინააღმდეგ 

ამ ხმის გამოყენების უფლება ჰქონდათ, იმის მიუხედავად, რომ მე ეს არ მინდოდა, რადგან არც ამ პოლიტიკური პარტიის მომხრე ვარ, არც მათი პოლიტიკის და არც მათი ამომრჩეველი ვარ. რაც მთავარია, ეს ემოციები და ბედნიერების ხმა არ ეკუთვნის არცერთ პარტიას, ეს ხმა არის ჩემი ბედნიერებისგან გამოწვეული ემოციები, რომელიც რაგბის ნაკრებმა მაჩუქა მე, აჩუქა ქართველ ხალხს და საქართველოს!" - დაწერა სოსო მათიაშვილმა. 

ამ სტატიაში სოსო მათიაშვილის, მისი კარიერისა და ოჯახის შესახებ უფრო ვრცლად წაიკითხავთ. 

სოსო მათიაშვილი 

სოსო მათიაშვილი 1993 წლის 27 იანვარს დაიბადა. სოსო ქართული რაგბისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. 31 წლის სპორტსმენი წლების მანძილზე ბორჯღალოსნების რიგებში გამოდიოდა და მისი  შედეგი 32 შეხვედრაში 159 ქულაა. 2017 წელს კანადასთან მისი დადებული ლელო ჩვენი ქვეყნის ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა. 

სოსო მათიაშვილის ოჯახი 

სოსო მათიაშვილმა 2017 წელს რჩეულზე, ნინი სტურუაზე იქორწინა. ნინი ასევე სპორტსმენია - ფრენბურთელი, თუმცა ფართო საზოგადოებამ ის პროექტ " მასტერშეფიდან" გაიცნო. ნინიმ შესარჩევ ეტაპზე "ოქროს წინსაფრის" მიღება შეძლო, თუმცა პროექტში გამარჯვება ვერ მოიპოვა. როგორც თავად ამბობდა, კულინარიაში ის აზარტი იპოვა, რაც სპორტში ხიბლავდა და შოუში მონაწილეობა ქმარმა "აიძულა": "სპორ­ტით ბავ­შვო­ბი­დან ვარ გა­ტა­ცე­ბუ­ლი და ჩემი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია, კუ­ლი­ნა­რი­ა­შიც აღ­მო­ვა­ჩი­ნე ის აზარ­ტი, რაც სპორ­ტს აქვს. ორი­ვე პრო­ფე­სი­ა­ში სულ გჭირ­დე­ბა სწავ­ლა, გან­ვი­თა­რე­ბა და ვარ­ჯი­ში. სა­სურ­ველ შე­დე­გამ­დე რომ მიხ­ვი­დე, წლე­ბია სა­ჭი­რო.

  • "წერენ, ქართველ კაცს ასეთი ცოლიო? ჩემს პირადს არავინ უნდა შეეხოს" - მოკრივე ლაშა გურულისა და მარიამ მუმლაძის სიყვარულის ისტორია 

სოსო ხე­დავს, რომ ძა­ლი­ან ბევ­რს ვშრო­მობ და ვკი­თხუ­ლობ კუ­ლი­ნა­რი­ა­ზე, სახ­ლშიც ყო­ველ­თვის რა­ღა­ცას ვა­კე­თებ. მოკ­ლედ, მე­უღ­ლემ და­მა­ნა­ხა, რომ ეს პრო­ექ­ტი უფრო გამ­ზრდი­და და ბევრ ახალ რა­ღა­ცას ვის­წავ­ლი­დი, რაც სა­მო­მავ­ლოდ გა­მო­მად­გე­ბა. ამის­თვის დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი მას!"

მიუხედავად იმისა, რომ შესარჩევ ეტაპზე ნინი ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მან ფინალამდე მისვლა ვერ შეძლო: "ასეთი ამაყი გამზარდეს მშობლებმა ბავშვობაში. ბევრი წარუმატებლობა მქონდა სპორტშიც და მაინც ბოლომდე „მაიძულებდნენ“ დავრჩენილიყავი ის, რაც ვარ და მებრძოლა ყოველთვის. ქმარზე არ დავწერ არაფერს, რადგან მინდა ყველას გყავდეთ ეგეთი მოტივაცია ადამიანი ცხოვრებაში", - წერდა მაშინ ნინი. 

ნინიმ დანაპირები შეასრულა და ახლა საკუთარი კაფე აქვს, რომელიც 2021 წელს გახსნა. ამავე წელს ნინი და მისი მეუღლე პირველი შვილის, გოგონას მშობლები გახდნენ, რომელსაც ანინე დაარქვეს.